როგორი შეცდომა გიშლით ხელს ბედნიერებაში - rogor.ge

როგორი შეცდომა გიშლით ხელს ბედნიერებაში

როგორ გავხდეთ უფრო ბედნიერი

თქვენ უნდა აიღოთ ცხოვრება "თქვენს სადავეებში"

არ დაელოდოთ ვინმეს ან რამეს გაბედნიერებას. არავის შეუძლია ან არ უნდა იყოს პასუხისმგებელი თქვენს კეთილდღეობაზე. თუ ფიქრობთ, რომ ერთ დღეს ბედნიერება უბრალოდ კარზე დააკაკუნებს, მოემზადეთ იმისთვის, რომ დიდხანს მოგიწევთ ლოდინი და ასეთ მოლოდინში ცხოვრება ნამდვილად არ იქნება კარგის მომტანი.

ნუ ეცდებით სხვების სიამოვნებას

ბევრი ჩვენგანი ხარჯავს დროსა და ფულს სხვების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. როცა მთელი თქვენი ცხოვრება სხვის სურვილებზეა აგებული, მძევლად იქცევით, წყვეტთ ცხოვრებას და საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა დაივიწყოთ ნათესავები და მეგობრები და გადაიქცეთ ეგოისტად. გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანებთან, იზრუნეთ მათზე, მაგრამ არა გადამეტებულად.

აიღეთ პასუხისმგებლობა

დაფიქრდით, რამდენი ხანი სჭირდება სიყვარულსა და მოწონებას მშობლების, უბრალოდ ნაცნობებისგან თუ უცხოებისგან? მაგრამ ეს წუთები შეიძლება თქვენს სასარგებლოდ დახარჯოთ. თქვენი კეთილდღეობა მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობაა. შეეცადეთ იპოვოთ ბედნიერების წყარო, რომელსაც მხოლოდ თქვენ აკონტროლებთ. ეს შეიძლება იყოს თქვენთვის საინტერესო ჰობი, მნიშვნელოვანი მოვლენები და მომავლის მიზნები. საკუთარი წესების დაწესება საუკეთესო გზაა ბედნიერი და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. ამისათვის თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებთ, თქვენი პირადი არჩევანია, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს გარშემომყოფებთან.

მოუსმინეთ საკუთარ თავს

თქვენს ბედნიერებაზე პასუხისმგებლობის აღება ყოველთვის რთულია. თავდაპირველად, შესაძლოა დაუბრუნდეთ ძველ ჩიხს და კვლავ მოექცეთ სხვების გავლენის ქვეშ. იმის გასაგებად, მოძრაობთ თუ არა სწორი მიმართულებით, რეგულარულად დაუსვით საკუთარ თავს ოთხი "დიაგნოსტიკური" შეკითხვა:

  • რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში?
  • იღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებებს სხვების მოსაწონად?
  • რა არის უფრო მნიშვნელოვანი - სხვების აზრი თქვენს შესახებ თუ თქვენი აზრი საკუთარ თავზე?
  • რისი კეთება მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენს ყოველდღიურ რუტინაში?

ეს კითხვები დაგეხმარებათ გაიგოთ, რამდენად მიჯაჭვული ხართ სხვებზე, ასევე, გამოავლინოთ თქვენი ჰობი და მიზნები. გახსოვდეთ, რომ თქვენ გაქვთ მხოლოდ ერთი სიცოცხლე და თქვენ ხართ პასუხისმგებელი მის ხარისხზე. ნუ შეგეშინდებათ საკუთარი ბედნიერების შექმნის.