შარდის შეუკავებლობა მამაკაცებში - როგორ მოვიქცეთ ამ პრობლემის დროს
შარდის შეუკავებლობის მიზეზები
- შარდსაწვეთის დაზიანება, მაგალითად, ინფექციებისას, შარდსაწვეთში კენჭის გავლისას (შარდკენჭოვანი დაავადება), სიმსივნე;
- შარდის ბუშტის სისუსტე;
- მენჯის სუსტი მუსკულატურა ან შარდის ბუშტის სფინქტერის სისუსტე;
- დელირიუმი, ალცჰაიმერის დაავადება, პარკინსონის დაავადება;
- ურეთრიტი;ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის მიღება;
- შარდის გადაჭარბებული გამოყოფა (მაგ. დიაბეტის ან გულის უკმარისობის დროს);
- მოძრაობის შეზღუდვა (მაგალითად, ხანგრძლივად ლოგინში წოლა);
- ნერვული სისტემის დაზიანება;
- წინამდებარე ჯირკვლის გადიდება პროსტატიტის, ადენომის ან ავთვისებიანი სიმსივნის დროს;შარდგამომყოფი გზების ინფექციები.
მამაკაცთა ინფექციები ხშირად 50 წელს ზემოთ გვხვდება. უპირველესი მიზეზი წინამდებარე ჯირკვლის გადიდებაა, რაც ხშირად აღენიშნებათ ხანდაზმულ მამაკაცებს.
სიმპტომები
- შარდვის სურვილის გახშირება, განსაკუთრებით ღამით;
- წვის შეგრძნება შარდვისას;
- შარდის ვარდისფერი ან წითელი ფერი (სისხლის არსებობისას);
- მუცლის ქვედა ნაწილში დაძაბულობა;
- მღვრიე შარდი უსიამოვნო სუნით.