3 მეთოდი, როგორ დაძლიოთ სწრაფად შფოთვა პანიკური შეტევის დროს
კონცეტრირდით რეალობაზე და ყურადღება მიაქციეთ თქვენ ირგვლივ არსებულ ობიექტებს
ეს მეთოდი ჩვეულებრივ გამოიყენება პანიკური შეტევებისთვის. ეს ხელს შეუწყობს გარემოზე ყურადღების გადატანას:
- ხუთი რამ, რასაც თქვენ თვალწინ ხედავთ. შეხედეთ თქვენს ხელებს, ცას ან წიგნს თქვენს სამუშაო მაგიდაზე. უყურეთ როგორ ეცემა მათზე შუქი, რა ჩრდილი აქვთ, კიდევ რა არის მათ გვერდით.
- ოთხი რამ, რისი შეხებაც შეგიძლიათ. მაგალითად, კომპიუტერის მაუსი ხელში ან ხალიჩა ფეხქვეშ. ყურადღება გაამახვილეთ გრძნობებზე. იგრძენით, როგორ წკაპუნებს მაუსი თითების ქვეშ.
- სამი ხმა, რაც ესმით ახლა. მაგალითად, ეზოში ბავშვების ხმაური. მოუსმინეთ ხმებს, შეეცადეთ გაიგოთ რაზე საუბრობენ ბავშვები.
- ორი სურნელი, რომელსაც გრძნობთ. ფოკუსირდით ყავის არომატზე თქვენს ფინჯანში ან სამზარეულოში შეიგრძენით ნამცხვრების სურნელი. შეეცადეთ გაარჩიოთ ნახევარტონები. შესაძლოა ყავას ცოტა რძის სუნი ასდის, ფუნთუშას კი სანელებლების სუნი.
- ერთი რამ შეგიძლიათ დააგემოვნოთ. აიღეთ პიტნის რეზინა ან მიირთვით შოკოლადის ნაჭერი. კარგად გასინჯეთ საჭმელი და ნახეთ, მოგწონთ თუ არა გემო.
სთხოვეთ ვინმეს დაგელაპარაკოთ
საუბარი დაგეხმარებათ ყურადღების გადატანაში. თუ არ გაქვთ ძალა გააზიაროთ თქვენი გამოცდილება, უბრალოდ მოუსმინეთ ვინმეს ხმას. თანამოსაუბრის ტემბრზე და მის სიტყვებზე ფოკუსირებით, შესაძლოა ცოტა ხნით მაინც დაივიწყოთ უსიამოვნო აზრები.
გარეცხეთ ჭურჭელი ცივი წყლით
ჭურჭლის რეცხვამ შეიძლება გადაგატანინოთ ყურადღება შემაშფოთებელი ფიქრებისგან, მისცეს ძალა შემოქმედებითობას და გასწავლოთ გონებამახვილობა. მნიშვნელოვანია, რომ პროცესის დროს არაფერმა არ შეგაწუხოთ, ამიტომ არ ჩართოთ მუსიკა. ამის ნაცვლად, ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ როგორ გრძნობთ თავს. იგრძენით თეფშების სიგრილე, წყლის სითბო და სარეცხის საშუალების სურნელი. თუ რაიმე საგანგაშო მოხდა, დაიბანეთ სახე ცივი წყლით, ეს დაგეხმარებათ დამშვიდებასა და შემაშფოთებელი აზრების ჩახშობაში. არ დაგავიწყდეთ, რომ შფოთვის აკვიატებული გრძნობის გამო უმჯობესია თერაპევტს დაუკავშირდეთ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიმპტომებთან გამკლავება, არამედ მიზეზების გაგებაც.