როგორ დავამარცხოთ დამნაშავე სწრაფად: 16 მტკივნეული წერტილი, რომელიც უნდა იცოდეთ - rogor.ge

როგორ დავამარცხოთ დამნაშავე სწრაფად: 16 მტკივნეული წერტილი, რომელიც უნდა იცოდეთ

თავის ქალას ფუძე

ასეთმა დარტყმამ შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის დაზიანება. გამოიყენეთ იგი როგორც უკანასკნელი საშუალება.

თირკმელები

ასეთი დარტყმის შემდეგ მტერს გაუჩნდება მკვეთრი ტკივილი ზურგისა და მუცლის არეში. მაქსიმალური ეფექტისთვის დაუმიზნეთ წერტილებს იმ მხარეს, სადაც ნეკნები მთავრდება.

კუდუსუნის ძვალი

კუდუსუნის ბოლო ხერხემალი პატარა და მყიფეა. თუ მას მკვეთრად დაარტყამთ სწორი კუთხით, შეიძლება გატყდეს. ამავდროულად, ტკივილი ზურგს და ფეხებს ერთიანად მოიცავს.

ყბის სახსარი

ყურის ქვეშ დარტყმით შეგიძლიათ მტერს ყბა მოტეხოთ. უმეტეს შემთხვევაში, ეს ამთავრებს ბრძოლას მყისიერად.

კისრის გვერდითა მხარე

ეს დარტყმა არა მხოლოდ სანახაობრივად გამოიყურება ეკრანზე, ის რეალურად მუშაობს. ამ მხარეს საძილე არტერია მდებარეობს. ასეთი დარტყმა გამოიწვევს ძლიერ თავბრუსხვევას, ზოგიერთ შემთხვევაში კი გონების დაკარგვას.

ყელის ძირი

იქვე მდებარეობს ტრაქეა - სხეულის ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ადგილი. ტრაქეის მსუბუქმა დარტყმამაც კი შეიძლება გამოიწვიოს დახრჩობა.

მკლავები

მკვეთრი დარტყმა იღლიაში შეასუსტებს თავდამსხმელის მკლავის სიძლიერეს.

მზის წნული

აქ მთავრდება მკერდი და იწყება მუცელი. მზის წნულზე დარტყმა მოწინააღმდეგეს მტკივნეულ ზიანს მიაყენებს.

შარდის ბუშტი

ასეთი დარტყმისგან ტკივილი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ქრება. თუ ბუშტი სავსეა, მაშინ ისიც დაცარიელდება.

მუხლები

ლიგატები და მყესები, რომლებიც აკავებენ მუხლის სახსარს, ვერ გაუძლებენ უეცარ გვერდით მოძრაობას.

ტერფები

თუ მოწინააღმდეგის ტერფს მთელი ძალით დააბიჯებთ, შეიძლება სახსარი და მყესები დაზიანდეს. განსაკუთრებით თუ მძიმე ფეხსაცმელი გაცვიათ.

საზარდული

ყველამ იცის სად მიგვიყვანს ეს. ტკივილი და მეტი ტკივილი.

ნიკაპი

ნიკაპზე დარტყმამ შეიძლება უგონო მდგომარეობაში ჩაგაგდოთ. ასეთი დარტყმით თავი ისე მკვეთრად ტრიალებს, რომ შესაძლოა ტვინი შეგერყათ.

საფეთქელი

საფეთქელთან ძლიერი დარტყმა გამოიწვევს უგონო მდგომარეობაში ჩაგდებას და შეიძლება გამოიწვიოს ტვინის სერიოზული დაზიანება.

ცხვირი

ცხვირის გატეხვა მარტივია. სისხლდენა და ტკივილი მოტეხილობისგან შეაჩერებს თავდამსხმელების უმეტესობას. გარდა ამისა, ზემოქმედების დროს აქტიურდება ნასოლაკრიმალური არხი, რაც გამოიწვევს მტრის დეზორიენტაციას.

თვალები

თვალებზე მტკივნეულმა დარტყმამ და დიდმა ზემოქმედებამ შეიძლება სამუდამოდ დააკარგინოს ადამიანს მხედველობა. გამოიყენეთ ეს ტექნიკა როგორც უკანასკნელი საშუალება.