როგორ მოვამზადოთ შოკოლადის პანა-კოტა
ჟელატინი დაასხით ცივი წყალი და გააჩერეთ 15 წუთი.

შოკოლადი გახეხეთ სახეხზე. ლამაზი ფანტელი გადაინახეთ გასაფორმებლად.

ქვაბში შეურიეთ ნაღები, შაქარი და ვანილი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 2 წუთის განმავლობაში.

დაუმატეთ შოკოლადი, ჟელატინი და აურიეთ, რომ ბოლომდე გაიხსნას.

სითხე ჩაასხით თასებში და დადგით გრილ ადგილას 3 საათით. მიირთვით მზა პანაკოტა შოკოლადის ჩიფსებით მორთული.