როგორ გავაუმჯობესოთ მხედველობა ასტიგმატიზმის დროს? - rogor.ge

როგორ გავაუმჯობესოთ მხედველობა ასტიგმატიზმის დროს?

მსუბუქი ხარისხის ასტიგმატიზმის სიმპტომები ხშირად თითქმის შეუმჩნეველია და ამ ტიპის რეფრაქციული ცდომილების მქონე ადამიანს შეუძლია გაიგოს მისი დიაგნოზის შესახებ მხოლოდ ოფთალმოლოგიურ კვლევაზე. საშუალო ხარისხის ასტიგმატიზმის დროს მხედველობის დაქვეითება უკვე შესამჩნევი ხდება – რაც უფრო მეტი დიოპტრია ახასიათებს დაავადებას, მით უფრო ბუნდოვანია გამოსახულება და საგნების კონტურები უსწორმასწორო. მაღალი ხარისხის ასტიგმატიზმს, გარდა მხედველობის დაქვეითებისა, ახასიათებს მხედველიბითი დატვირთვისას თავბრუსხვევა, თვალების ტკივილი, თავის ტკივილი, დაძაბულობა შორს და ახლო მანძილზე მხედველობის დროს.

არსებობს ასტიგმატიზმის შემდეგი სახეები:

• თანდაყოლილი;

• შეძენილი.

თანდაყოლილი ასტიგმატიზმი - 0,5 -მდე გვხვდება ბავშვების უმეტესობას შორის და ეხება „ფუნქციურს“, ანუ ამ ტიპის ასტიგმატიზმი გავლენას არ ახდენს მხედველობის სიმახვილეზე და მისი ბინოკულარობის განვითარებაზე. თუმცა, თუ ასტიგმატიზმი აღემატება 1 D -ს, მაშინ ის მნიშვნელოვნად ამცირებს მხედველობას და საჭიროებს მკურნალობას სათვალის კორექციის სახით. შეძენილი ასტიგმატიზმი ჩნდება რქოვანაზე უხეში ცვლილებების შედეგად დაზიანებების, ტრავმების, რქოვანის სხვადასხვა დაავადების, თვალზე ქირურგიული ჩარევების შემდეგ. იმისდა მიხედვით, თუ რომელი რეფრაქციული ანომალიაა შერწყმული ასტიგმატიზმს, განასხვავებენ ამ მხედველობის დარღვევის შემდეგ ტიპებს:

• მარტივი ჰიპერმეტროპიური ან მარტივი მიოპიური ასტიგმატიზმი - თვალის კაკლის ერთ მერიდიანში შორსმხედველობის ან ახლომხედველობის ერთობლიობა და მეორეში - ნორმალური რეფრაქციის ერთობლიობა;

• კომპლექსური ჰიპერმეტროპიური ან რთული მიოპიური ასტიგმატიზმი - თვალის მთავარ მერიდიანებში სხვადასხვა ხარისხის შორსმხედველობის ან ახლომხედველობის ერთობლიობა.

• შერეული ასტიგმატიზმი - ერთ მერიდიანში შორსმხედველობისა და მეორეში ახლომხედველობის ერთობლიობა.

- როგორ გავაუმჯობესოთ მხედველობა ასტიგმატიზმის დროს?

- დღეისათვის ასტიგმატიზმის გამოსწორების სამი გზა არსებობს: სათვალე, კონტაქტური (თორიკული) ლინზები და ექსიმერ ლაზერული კორექცია. გაგრძელება