როგორ მოვაგვაროთ წონასთან დაკავშირებული პრობლემები მოზარდებში - rogor.ge

როგორ მოვაგვაროთ წონასთან დაკავშირებული პრობლემები მოზარდებში

ჯანსაღი ცხიმების მნიშვნელობა

სინამდვილეში, ცხიმის ჯანსაღი რაოდენობა აუცილებელია მათი განვითარებისთვის. საჭიროა მოზარდებმა იცოდნენ, რომ ცხიმის გარკვეული დოზა აუცილებელია, რადგან მათი ტვინი თინეიჯერობის ასაკში, ჯერ კიდევ ვითარდება. მათ სჭირდებათ დაახლოებით, 50-დან 90 გრამი ცხიმი დღეში. ცხიმი აუცილებელია ტვინის მიელინიზაციისთვის და ახალი ნერვული გზების განვითარებისთვის.

ნახშირწლების მნიშვნელობა

ორგანიზმისთვის ნახშირწყლებიც საკმაოდ მნიშვნელოვანია. „ნახშირწყლების რაციონისან მთლიანად ამოღება რაციონიდან შესაძლოა გამართლებული იყოს დიაბეტით დაავადებული ადამიანისთვის, რომელსაც არ შეუძლია გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნება ნახშირწყლების მიღებისას. მაგრამ ეს არ არის სასარგებლო მოზარდისთვის. ზოგადად, მოზარდებს ყოველდღიურად სჭირდებათ 130 გრამამდე ნახშირწყლები, ანუ მათი მთლიანი კალორიების დაახლოებით 55%. ნახშირწყლების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტენსიური ვარჯიშის ან ვარჯიშის შემდეგ. გლიკოგენისმ(გლიკოგენი საჭიროა ენერგიისათვის და ორგანიზმის ამტანობის გაუმჯობესებისათვის) შენებისათვის, მოზარდებმა უნდა მიიღონ ნახშირწყლები ისეთი ვარჯიშის დასრულებიდან პირველი 20 წუთის განმავლობაში, რომელიც გრძელდება 90 წუთი ან მეტი. ნახშირწყლების გარეშე გლიკოგენის შექმნა შეუძლებელია. გაგრძელება