როგორ შეზღუდოთ ალკოჰოლის მიღება, თუ მასზე დამოკიდებული ხართ - rogor.ge

როგორ შეზღუდოთ ალკოჰოლის მიღება, თუ მასზე დამოკიდებული ხართ

ჩაიწერეთ, რას და რამდენს სვამთ

ამგვარი განსაზღვრებები მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, რომ ზღვარი ახლოსაა. ეს ხელს შეუწყობს, რომ ნაკლები დალიოთ.

დააწესეთ ლიმიტები

თანდათან შეამცირეთ ალკოჰოლის რაოდენობა, რომელსაც სვამთ. მაგალითად, თუ თქვენ (როგორც თქვენი დღიურიდან ჩანს) სამ ჭიქას სვამდით დღეში, შემოიფარგლეთ ორით. დარწმუნდით, რომ ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს სასმელი დოზის შემცირება თქვენს ჯანმრთელობაზე. შეიძლება უკეთ გძინავთ ან მეტად სასარგებლო საკვებს მიირთმევთ.

გაატარეთ დღეები ალკოჰოლის გარეშე

გადაწყვიტეთ, რომ ვთქვათ, ორშაბათს და პარასკევს, დალევა ტაბუდადებულია. რა თქმა უნდა, შეეცადეთ დაიცვათ ლიმიტი. ეს დაგეხმარებათ დაუმტკიცოთ საკუთარ თავს თქვენი შესაძლებლობები.

არ შეინახოთ ალკოჰოლი სახლში

თუ რაიმე მიზეზით იძულებული გახდებით სახლში შეინახოთ ალკოჰოლური სასმელები, შეეცადეთ შეინახოთ ისინი ძნელად მისადგომ ადგილებში, რათა მუდმივად თვალში არ მოგხვდეთ და არ მოგინდეთ.

წვეულებებზე მოძებნეთ ალკოჰოლური სასმელების ალტერნატივა

ხშირად ჩვენ ვსვამთ მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა სვამს. ეს არის ის, რაც ხდება წვეულებებზე. ამ შემთხვევაში სცადეთ მოძებნოთ უალკოჰოლო კოქტეილი.

წაიხემსეთ

სასმელის წინ ან მის შემდეგ ჭამა დაგეხმარებათ სავსედ იგრძნოთ თავი და შეანელოთ ალკოჰოლის შეწოვა სისხლში, რის შედეგადაც ნაკლებს დალევთ.

მოერიდეთ ცდუნებებს

თუ იცით, როდის გსურთ სასმელის დალევა ყველაზე მეტად, შეეცადეთ დაგეგმოთ რაიმე სასიამოვნო აქტივობა ამ დროს - წადით კინოში, გაისეირნეთ, მიიღეთ აბაზანა ან დაესწარით ღონისძიებას, სადაც ალკოჰოლი არ არის მთავარი. შეადგინეთ გეგმა, რომელიც დაგეხმარებათ სხვა რამეზე იფიქროთ.