როგორ ამოვიცნოთ პატარებში ასთმა?
ასთმისთვის დამახასიათებელია :
• ხველა ( ბავშვს განსაკუთრებით უძლიერდება ხველა ღამით და მაშინ, როდესაც ავადაა)
• მსტვინავი სუნთქვა
• ქოშინი
მცირე ფიზიკური დატვირთვისას ქოშინი და სუნთქვის პრობლემები აქვს.
თუმცა, სხვა სიმპტომებიც არსებობს, რომელიც თოთო, ან უფრო მოზრდილ ბავშვსაც შეიძლება ჰქონდეს.
ახალშობილების სიმპტომების დაკვირვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი ვერ საუბრობენ
ასთმის ნიშანი მათთან შეიძლება იყოს:
• ღამით ძილის პრობლემები
• თამაშის დროს სუნთქვის გაძნელება
• ადვილი დაღლა
• გახანგრძლივებული რესპირატორული დაავადებები