როგორ მოიქცეთ, თუ თმა ხშირად გიელექტროვდებათ - rogor.ge

როგორ მოიქცეთ, თუ თმა ხშირად გიელექტროვდებათ

შეარჩიეთ შამპუნები, რათა არ გამოშრეს თმა

მშრალი თმა უფრო კარგად ინარჩუნებს მოცულობას, მაგრამ ასევე კარგად ატარებს ელექტროენერგიას. ამიტომ მშრალ და ცივ ამინდში ღირს დატენიანება. ხშირად შამპუნების ეტიკეტზე შეგიძლიათ იხილოთ წარწერა "SLS-ის გარეშე". ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი არ შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც ზედმეტად აშრობენ კანს და შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება. მაშინაც კი, თუ თქვენ გაქვთ ცხიმიანი სკალპის ტიპი, მაინც აირჩიეთ პროდუქტები SLS-ის გარეშე.

არ დაგავიწყდეთ კონდიციონერი

დერმატოლოგები თვლიან, რომ მისი გამოყენება აუცილებელია, თუ გსურთ თქვენი თმა იყოს ჯანმრთელი და ნაკლებად დაელექტროებული. კონდიციონერი ატენიანებს თქვენს თმას. ბევრი ფიქრობს, რომ თმის ნიღაბი უფრო ეფექტურია, ვიდრე კონდიციონერი. ნიღაბი ხომ უფრო დიდხანს რჩება თმაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უკეთ ატენიანებს და აძლიერებს მას. სინამდვილეში კონდიციონერი და თმის ნიღაბი ერთნაირად მუშაობს და აზრი არ აქვს ერთი საათის განმავლობაში ნიღბით სიარულს.

გამოიყენეთ მიკროფიბერის პირსახოცი

მას შემდეგ, რაც თმა დაიბანეთ, უმჯობესია აირჩიოთ მიკროფიბერის პირსახოცი - ეს მასალა თითქმის არ შთანთქავს წყალს, რაც იმას ნიშნავს, რომ თმა არ დაკარგავს ტენიანობას.

დაივარცხნეთ თმა ხის სავარცხლით

იმის გამო, რომ პლასტიკური სავარცხლები ქმნის სტატიკურ ელექტროენერგიას, ამიტომ მათგან თმა უფრო ხშირად გიელექტროვდებათ. ხე კი საერთოდ არ ატარებს ელექტროენერგიას.