10 გენიალურად მარტივი მეთოდი, გადართოთ ტვინი დასვენების რეჟიმში - rogor.ge

10 გენიალურად მარტივი მეთოდი, გადართოთ ტვინი დასვენების რეჟიმში

დაემშვიდობეთ სამუშაო დღეს

ჩვეულებად აქციეთ ყოველი დღის ბოლოს სამუშაო ამოცანებისთვის ხელის ჩამორთმევა და მათთან დამშვიდობება. წარმოიდგინეთ, როდესაც ხურავთ სამუშაო აპლიკაციებს, გამორთავთ კომპიუტერს და ოფისიდან გასვლამდე ამბობთ: „წარმატებებს გისურვებთ! დღეს შენთან საქმის კეთება სასიამოვნო იყო." ამგვარად, თქვენ საკუთარ თავს არწმუნებთ, რომ სამუშაო საქმეებს არ გაეკარებით მომდევნო სამუშაო დღემდე.

ჩართეთ მამოტივირებელი მუსიკა

ადამიანები ხშირად იყენებენ მამოტივირებელ მუსიკას მნიშვნელოვანი მოვლენისთვის გონებრივად მოსამზადებლად. სცადეთ იგივე გააკეთოთ. აირჩიეთ მუსიკა, რომელიც შეგიქმნით დასვენების შეგრძნებას და მოუსმინეთ მას ოფისიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე. მუსიკა იქნება ნიშანი, რომ სამუშაო დასრულებულია. თუ არ გსურთ მუდმივად ერთი და იგივე სიმღერის მოსმენა, გაამრავალფეროვნეთ "ფლეილისთი".

გამოიყენეთ "ფაილების დაჯგუფების მეთოდი"

წარმოიდგინეთ დიდი ფაილების კარადა, შემდეგ მოიფიქრეთ ხვალინდელი დღის ყველა დავალება და წარმოსახვაში მოათავსეთ ისინი უჯრებში. დახატეთ ეს სურათი თქვენს თავში ყოველ ჯერზე სამსახურიდან გასვლისას.

გამოიცვალეთ ტანსაცმელი

თუ სამსახურში მკაცრი ჩაცმულობის დრესკოდი გაქვთ, ან ფორმა გეცვათ, ეცადეთ სახლში სასწრაფოდ ჩაიცვათ კომფორტული ტანსაცმელი. შეარჩიეთ ისეთი რამ, რასაც არასდროს ჩაგიცვამთ ოფისში, როგორიცაა ნათელი ფერის ფუმფულა ჩუსტები. თუ სახლიდან მუშაობთ და თქვენი "უნიფორმა" შარვალი და მაისურია, მაინც გამოიცვალეთ. ეს მისცემს ტვინს ნიშანს, რომ სამუშაო დღე დასრულდა.

შეწყვიტეთ სამსახურზე საუბარი

ხშირად ვასრულებთ სამუშაოს, მაგრამ ვაგრძელებთ მასზე საათობით საუბარს: მეგობრებს ვუყვებით საოფისე დრამებს ან ვახშმის დროს ოჯახს სიახლეებს ვუზიარებთ. სჯობს თავი დავაღწიოთ ამ ჩვევას, რადგან ასეთი საუბრები კვლავ სამსახურზე ამახვილებს ჩვენს ყურადღებას და არ გვაძლევს სრულად მოდუნების და დასვენების საშუალებას.

დაგეგმეთ საინტერესო აქტივობა

მაგალითად, სამაგიდო თამაშები მეგობრებთან ერთად, ხატვის სახელოსნო ან ოჯახური მოგზაურობა კინოში. გასართობი და ჰობი, შესანიშნავი გზაა სამუშაო რეჟიმიდან გამოსვლისთვის.

"მოდით სახლში" სამსახურიდან

თუ დისტანციურად მუშაობთ, დღის დასრულების შემდეგ გამოდით გარეთ ისე, თითქოს ახლახან გამოხვედით ოფისიდან. იარეთ მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში და დაბრუნდით სახლში. ეს ტექნიკა დაგეხმარებათ დასვენებაში. თუ გარეთ ცუდი ამინდია, შეგიძლიათ სხვა ოთახში შეხვიდეთ და მოუსმინოთ პოდკასტს ან აუდიო წიგნს, თითქოს ამას აკეთებდით ოფისიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე.

დაურეკეთ მეგობარს

სხვა ადამიანებთან ურთიერთობა აძლიერებს ჩვენს კავშირს გარე სამყაროსთან და გვაძლევს საშუალებას დავივიწყოთ სამუშაო სტრესი. თუნდაც მოკლე საუბარი საყვარელ ადამიანთან, რომელიც მხარს გიჭერთ, კარგი განტვირთვის საშუალებაა.

გააკეთეთ სუნთქვის ვარჯიშები

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მარტივი გზა სამუშაო დღის სტრესის მოსახსნელად, დაისვენოთ როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. მას შემდეგ, რაც დაასრულებთ ბოლო დავალებას, გააკეთეთ 10 ნელი ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. ყურადღება მიაქციეთ რა ცვლილებები ხდება თქვენს ორგანიზმში, როგორ ივსება მუცელი და გულმკერდი ჰაერით. დიდი ალბათობით შეამჩნევთ, რომ თავს ბევრად უკეთ გრძნობთ.

შექმენით დასასვენებელი ატმოსფერო

დარწმუნდით, რომ სამსახურის შემდეგ სახლში დაბრუნებისას კომფორტულ, მყუდრო გარემოში აღმოჩნდებით. ეცადეთ შეიქმნათ მყუდრო გარემო და მოაშორეთ ყველაფერი, რაც გაღიზიანებთ, ან ნებისმიერი რამ, რაც სამუშაოს გაგახსენებთ.