როგორ მიიღოთ თქვენთვის სასურველი სამუშაო - 4 გადამწყვეტი მომენტი
სამუშაოს მოთხოვნები იდეალურია
კომპანიები აქვეყნებენ სამუშაოს მოკლე აღწერას დროის დაზოგვის მიზნით. მათ სურთ გაზარდონ ალბათობა იმისა, რომ მოიზიდონ და გაესაუბრონ კვალიფიციურ კანდიდატებს და გაფილტრონ არაკვალიფიციური კანდიდატები. როდესაც ნახავთ სასურველ სამუშაოს, აუცილებლად გაგზავნეთ მონაცემები და არ მოერიდოთ მხოლოდ იმიტომ, რომ არ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს. გახსოვდეთ - თქვენ არ გჭირდებათ კვალიფიკაცია, თქვენ უბრალოდ უნდა შეძლოთ საქმის კეთება.
მაგალითად, თუ განთავსებულია ვაკანსია - ეძებენ კანდიდატს, რომელსაც შეუძლია ძირითადი ბუღალტრული აღრიცხვა, სამუშაოს აღწერილობაში შეიძლება ეწეროს სხვადასხვა კვალიფიკაცია ან კურსის გავლა, მაგრამ თუ თქვენ ხართ ფოტოგრაფიის სტუდენტი, რომელიც ასრულებდა ბუღალტრულ აღრიცხვას თავისი ოჯახის მაღაზიისთვის, მაშინ ისეთივე კვალიფიციური ხართ, როგორც სხვა დანარჩენი ადამიანები ამ სფეროში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე მოიტყუოთ, მაგალითად, თუ სამუშაოს მოთხოვნებშია, რომ თავისუფლად ისაუბროთ სპარსულად და ეს არ შეგიძლიათ, ასეთ დროს თქვენ ვერ შეძლებთ მოცემულ პოზიციაზე ყოფნას.
იპოვეთ და ჩამოაყალიბეთ პირადი კავშირები
ნუ მოითხოვთ სამუშაოს დაუყოვნებლივ. ამის ნაცვლად აჩვენეთ, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც იცის საქმე. შეგიძლიათ დაამყაროთ კავშირები LinkedIn-ზე. ჩამოაყალიბეთ თქვენი მოთხოვნა, თუ გსურთ შეიტყოთ მეტი კომპანიის შესახებ. ჰკითხეთ მათ თქვენი როლისა და დეპარტამენტის შესახებ.
იყავით განსხვავებული
თქვენ შეგიძლიათ იმაზე მეტი უნარები გამოამჟღავნოთ, ვიდრე ამ სფეროში მყოფ ადამიანს აქვს, მაგალითად, თუ თქვენ ნამდვილად გატაცებული ხართ რომელიმე სფეროთი, შეგიძლიათ ყოველი დღე გარკვეული სიახლეების გაცნობას მიუძღვნათ და შედეგად ბევრად უფრო მეტი გეცოდინებათ, ვიდრე სხვა ადამიანს, თუნდაც იმას, ვინც უკვე წლები გაატარა ამ ინდუსტრიაში.
ფოკუსირება თქვენს უნარებსა და ძლიერ მხარეებზე
არ ინერვიულოთ თქვენს სისუსტეებზე, თუ ისინი არ ამახვილებენ ამაზე ყურადღებას. ამავდროულად, გაითვალისწინეთ, რომ თქვენს რეზიუმესა და სამოტივაციო წერილში შეიტანოთ ის, რის გასაკეთებლადაც შესაძლოა არ მიგიღიათ ფული, მაგრამ კარგი გამოცდილება შეგძინათ, ასეთია ტრენინგები და სხვადასხვა კურსი.