5 პროდუქტი, რომელიც 40 წელს გადაცილებულმა ქალებმა უნდა მიირთვან წონის დასაკლებად
სელის თესლი
სელის თესლი არის ომეგა -3-ისა და ცხიმოვანი მჟავების შესანიშნავი წყარო. ის ნაკლებკალორიულია, რის გამოც დღეში 30 გრამი ბოჭკო დაგეხმარებათ წონაში უფრო სწრაფად დაკლებაში.
კენკრა
გსურთ წონაში დაკლება 40 წლის შემდეგ? დაამატეთ ჟოლო, მაყვალი, მოცვი ან მარწყვი თქვენს სმუზის. კენკრა შეიცავს ანთების საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტებს, ფლავონოიდებს, ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც აუცილებელია ჯანსაღი წონის შესანარჩუნებლად.
ავოკადო
ავოკადო მართლაც ჯადოსნური ხილია! ის ხელს უწყობს ქოლესტერინის შემცირებას და ორნახევარჯერ ზრდის ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვას. მიუხედავად მაღალი კალორიული შემცველობისა, ის ხელს უწყობს წონის დაკლებას – ფაქტია, რომ ნახევარი ავოკადო საკმარისია იმისთვის, რომ სამიდან ხუთ საათამდე შიმშილი იგრძნოთ.
თხილი
როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, დიეტაში თხილის მცირე რაოდენობის დამატება ხელს უწყობს სხეულის წონის შემცირებას, ასევე, ინსულინის მგრძნობელობის გაუმჯობესებას. ამიტომ შეცვალეთ კანფეტი თხილით, რომელსაც ყავის დროს მიირთმევთ.
მჟავე კომბოსტო
ეს პროდუქტი შეიცავს პრებიოტიკებს და პრობიოტიკებს, რომლებსაც შეუძლიათ ცხიმის შეწოვის შემცირება. ასევე, მჟავე კომბოსტო მდიდარია ბოჭკოებით, რკინით, ფოლიუმის მჟავით, მანგანუმით, C ვიტამინით, K1 ვიტამინით და კალიუმით.