8 რჩევა, როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება - rogor.ge

8 რჩევა, როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება

მოიშორეთ ნეგატიური ფიქრები გონებიდან. ცუდი ფიქრები ყოველთვის გაგიფუჭებთ ხასიათს და არ მოგცემთ წინსვლის უფლებას.

საკუთარი თავი არ შეადაროთ სხვებს. ბევრი ადამიანი სხვას ადარებს საკუთარ თავს და ფიქრობს, რომ ყოველი მეორე ადამიანი მასზე უკეთესია. ეს არასწორია. რაც არ უნდა უკეთესი იყოს სხვა თქვენზე, დაიმახსოვრეთ, რომ ყოველთვის არის რაღაც თქვენში, რაც სხვებისგან განგასხვავებთ და ამით ინარჩუნებთ საკუთარ ინდივიდუალიზმს.

აპატიეთ საკუთარ თავს წარსულზე ფიქრები წარსულის ფიქრები მოიშორეთ თავიდან, უნდა დაიმახსოვროთ, რომ პროგრესის გარეშე ვერ განვითარდებით.

არ შეგეშინდეთ ახალი გამოწვევების, უნდა დაიმახსოვროთ, რომ ახალი გამოცდილება დაგეხმარებათ პიროვნულ თუ კარიერულ ზრდაში.

rogor-1679050856.png

არ იურთიერთოთ ნეგატიურ ადამიანებთან

ალბათ ბევრი თქვენგანისთვის ნაცნობი სიტუაციაა, როცა ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ თავს „გამოწურულ ლიმონივით“ გრძნობთ. ასეთი ადამიანები ე.წ. „ენერგოვამპირები“არიან, რომლებისთვისაც აუცილებელია სხვების ენერგიის ხარჯზე, საკუთარი ენერგოპოტენციალი როგორმე შეივსონ. ასეთი ხალხი ყოველთვის ეცდება დაგაჯეროს, რომ ვერასდროს იქნები საკმარისად სასურველი სხვებისთვის.

საკუთარ თავთან დაამყარეთ დიალოგი

ბევრი ადამიანი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს არ იცნობს საკუთარ „მე-ს" . ხშირად არ იციან ადამიანებმა რა უნდათ, მუდამ სხვების აზრზე არიან დამოკიდებულები და იმის სჯერათ, რასაც სხვები მასზე ამბობენ. მოუსმინეთ შინაგან ეგოს, დაფიქრდით და გაანალიზეთ, რა გსურთ სინამდვილეში და მიხვდებით, რომ ხართ განსაკუთრებული და გამორჩეული.

შეიყვარეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ

ეს ფრაზა ძალიან გავრცელებულია, მაგრამ დამერწმუნეთ, თუ მართლა დააჯერებთ საკუთარ თავს, რომ ხართ სასურველი, ლამაზი და ჭკვიანი, სხვებიც დაიჯერებენ ამას. საბოლოო ჯამში, ვისაც უყვარხართ ყოველთვის მიგიღებთ და შეგიყვარებთ ისეთს, როგორიც ხართ სინამდვილეში.

აკეთეთ საყვარელი საქმე

დაკავდით საყვარელი საქმით ან ჰობით, ეს იქნება ცეკვა, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, კითხვა, უცხო ენის სწავლა და ა.შ.თქვენი საყვარელი საქმე დაგეხმარებათ, გახდეთ უფრო მოტივირებული და პოზიტიური.

თათული ალფაიძე