”რატომ იქცევა კაცი ასე?” - როგორ მოვაგვაროთ ურთიერთობის პრობლემები - rogor.ge

”რატომ იქცევა კაცი ასე?” - როგორ მოვაგვაროთ ურთიერთობის პრობლემები

რაღაცეებს ​​ვერ ამჩნევს

თქვენ გააკეთეთ შვებულების ფოტოების კოლაჟი და გსურთ ჩამოკიდოთ თქვენს ოთახში. ეკიტხებით თქვენს პარტნიორს, როგორ მოსწონს ეს იდეა და ის ვერ ხვდება რას გულისხმობთ. როგორ კითხოთ იუმორით? მამაკაცს შეუძლია შეაფასოს, რომ დღეს კარგად გამოიყურებით, მაგრამ ვერ ხვდება, რა შეიცვალა თქვენში. მისთვის ესთეტიკურ დეტალებს, რომლებიც ბედნიერად გაგრძნობინებენ თავს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

მიეცით მას კონტროლის საშუალება

როცა ტელევიზორს ერთად უყურებთ, პულტი სავარაუდოდ მის ხელში იქნება. გეჩვენებათ, რომ ის დაუფიქრებლად ცვლის პროგრამებს, მაგრამ სინამდვილეში მისთვის მნიშვნელოვანია გააცნობიეროს, რომ არ გამოტოვებს რაიმე საინტერესოს. თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს პულტი ვის ხელშია? მას, სავარაუდოდ, არ აინტერესებს რა ფერის ბალიშები გაქვთ დივანზე. მიეცით კაცს კონტროლის საშუალება. ეს დაეხმარება მას დაისვენოს და იგრძნოს, რომ სახლი მისი კომფორტის ზონაა.

ის ცდილობს ნებისმიერი პრობლემის სწრაფად გადაჭრას

სტრესული სიტუაციებით სავსე სამუშაო დღის შემდეგ სახლში დაღლილი დაბრუნდით. გსურთ თქვენი გრძნობები პარტნიორს გაუზიაროთ. თქვენი მოსმენის შემდეგ ის ცდილობს დაუყოვნებლივ მოძებნოს კონფლიქტიდან გამოსავალი. მისთვის ძნელი გასაგებია, რომ უბრალოდ გსურთ მოგისმინონ. პარტნიორი უნდა ეცადოს გულწრფელად დაგეხმაროთ. მაშინაც კი, თუ თქვენ არ გაქვთ ძალა, იფიქროთ კონფლიქტის მოგვარებაზე, სიტუაციის ფხიზლად დანახვა და თავშეკავებული შეხედვა დაგეხმარებათ სხვანაირად შეხედოთ მეორე დღეს. ბოლოს თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება.

მას არ ესმის რას ამბობთ

თქვენ რაღაცას ეუბნებით პარტნიორს, ის საპასუხოდ თავს აქნევს და ამბობს: „რა თქმა უნდა“. ამ დროს მისი ყურადღება სულ სხვა რამეზეა მიმართული. ეს ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ერთ აქტივობაზე შეუძლია ფოკუსირება. თუნდაც ყველაზე მარტივ საუბარს მამაკაცი აფასებს ახალ ამოცანად. სანამ მას უყურადღებობაში დაადანაშაულებთ, იფიქრეთ იმაზე, რომ მისი რეაქცია თქვენდამი პატივისცემის გამოხატვაა. მას არ სურს თქვენი ფორმალური მოსმენა. თუ თქვენთან საუბარს დაიწყებს, მასში მთლიანად ჩაერთვება. მასაც ეწყინება, როცა მასთან მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას, თან ჭურელს გარეცხავთ. კაცების გაკრიტიკებით, ჩვენ უარვყოფთ მათი ცხოვრების, გრძნობისა და აზროვნების ბუნებრივ გზას და ვცდილობთ ჩამოვართვათ მათ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ - მათი მამაკაცურობის გამოვლინება.