8 ძალიან მარტივი მეთოდი, იზრუნოთ საკუთარ თავზე ყოველდღიურად - rogor.ge

8 ძალიან მარტივი მეთოდი, იზრუნოთ საკუთარ თავზე ყოველდღიურად

გაისეირნეთ ტელეფონის გარეშე

ბევრს სჩვევია სიარული, პოდკასტების მოსმენა ან ტელეფონზე საუბარი. მაგრამ შეეცადეთ დატოვოთ იგი სახლში. თქვენ მაშინვე შეამჩნევთ დეტალებს, რომლებიც აქამდე გამოგრჩათ, როგორიცაა ახალი შადრევანი პარკში, ყავის მაღაზია, რომელიც ახლახან გაიხსნა მეზობლად და სხვა.

გააკეთეთ გაჭიმვის ვარჯიშები

ნუ გაამახვილებთ ყურადღებას წონის დაკლებაზე, არამედ იზრუნეთ თქვენს სხეულზე. დილის ათწუთიანი გაჭიმვა დაგეხმარებათ დაძაბულობის მოშორებაში და მთელი დღის განმავლობაში კარგი განწყობით დამუხტავთ. უფრო სახალისო რომ გახადოთ, გააკეთეთ ვარჯიშები თქვენი საყვარელი სიმღერების თანხლებით.

დაფიქრდით წინა დღეზე

ჩვენ ხშირად იმდენად დაკავებულები ვართ, რომ გვავიწყდება საკუთარი მიღწევების დაფასება. ამიტომ დღის ბოლოს სასარგებლო იქნება დაშვებული შეცდომების გაანალიზება და ფიქრი იმაზე, თუ რისი სწავლა შეიძლება მათგან, შემდეგ კი წარმატებების გახსენება და საკუთარი თავის შექება. ეს გაზრდის თქვენს თვითშეფასებას და დაგეხმარებათ თქვენი მიზნების მიღწევაში. იმისთვის, რომ მძიმე დღის შემდეგ კიდევ უფრო არ დაიღალოთ, უმჯობესია ჩაერთოთ რეფლექსიით, როდესაც აკეთებთ რაიმე რუტინულ საქმეს, როგორიცაა კბილების გახეხვა ძილის წინ.

დაგეგმეთ დრო შემოქმედებითობისთვის

როდესაც ადამიანი განიცდის შფოთვას და დეპრესიას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი პოტენციალის რეალიზება და დროის გამონახვა შემოქმედებითად. ნებისმიერი ჰობი, რომელიც გიყვართ, დაგეხმარებათ სტრესის მოხსნაში.

არ გამოიყენოთ გაჯეტები დილით

თქვენი დილის რუტინა დიდწილად განსაზღვრავს რამდენად წარმატებული იქნება თქვენი დღე. ამიტომ შეეცადეთ დღის პირველი წუთები მთლიანად საკუთარ თავს დაუთმოთ და ტელეფონი საძინებლიდან მოშორებით დატოვეთ.

გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები

კვლევები ადასტურებენ, რომ სუნთქვის ვარჯიშები შეუცვლელია სტრესის წინააღმდეგ ბრძოლაში და შეუძლია გააუმჯობესოს განწყობა. სცადეთ მარტივი 4-4-4 ტექნიკა: ჩასუნთქვისას დათვალეთ ოთხამდე, შემდეგ შეიკავეთ სუნთქვა, დაითვალეთ ოთხამდე და ბოლოს ამოისუნთქეთ. გაიმეორეთ ვარჯიში 5 წუთამდე, შემდეგ კი მოუსმინეთ თქვენს გრძნობებს. სავარაუდოდ, თავს უფრო მშვიდად, კონცენტრირებულად და ენერგიულად იგრძნობთ.

მოიფიქრეთ 5 დადებითი ფრაზა

ჩვეულებრივ, ჩვენ გვაქვს სტანდარტული ფრაზები, რომლებსაც ვამბობთ, როცა საკუთარ თავს ვკიცხავთ შეცდომებზე: „რა გჭირს?“, „როგორ შეგეძლო ასე გააფუჭო!“, „რა სულელი ხარ“. რა თქმა უნდა, ეს საერთოდ არ გეხმარებათ საკუთარ თავზე ზრუნვაში, მაგრამ შეიძლება გაგიჭირდეთ სასიამოვნო ფრაზების მოფიქრება მაშინვე, როცა ეს საჭიროა. შეადგინეთ ხუთი პოზიტიური და გამამხნევებელი სიტყვის სია, რისი თქმაც შეგიძლიათ საკუთარი თავისთვის ნაცვლად იმისა, რომ გაკიცხოთ. შემდეგ ხშირად გაიმეორეთ.

ჩაეხუტეთ სხვას

ჩახუტებას აქვს მთელი რიგი სარგებელი: მხარს უჭერს იმუნიტეტს, ასტიმულირებს დოფამინის გამომუშავებას, აძლიერებს სოციალურ კავშირებს, ზრდის თვითშეფასებას და სხვა. ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ , რომ მთავარია არა რაოდენობა, არამედ ჩახუტების ხანგრძლივობა. ამიტომ, საკუთარი თავის გასახალისებლად, ნუ მოგერიდებათ ჩაეხუტოთ საყვარელ ადამიანებს მინიმუმ 20 წამით.