როგორ შევიჭრათ თმა მოდურად - 9 აქტუალური ვარიანტი სხვადასხვა სიგრძის თმისთვის - rogor.ge

როგორ შევიჭრათ თმა მოდურად - 9 აქტუალური ვარიანტი სხვადასხვა სიგრძის თმისთვის

"შეგი"

ეს უნივერსალური ვარცხნილობა უხდება ნებისმიერი ასაკის ქალს და შესაფერისია თმის თითქმის ნებისმიერი სტრუქტურისთვის: თხელ თმას მოცულობას შემატებს, მძიმე და სქელ თმას უფრო მსუბუქს გახდის.

1-1678176287.png

აჩეხილი "ბობი"

ეს ვარცხნილობა ხაზს უსვამს ინდივიდუალობას და ორიგინალურობას ნებისმიერ ფოტოში. მთავარი პლუსი ის აქვს, რომ დაყენების მრავალი ვარიანტია შესაძლებელი.

2-1678176301.png

"ბიქსი"

თუ ვერ გადაწყვეტთ გააკეთოთ არჩევანი "ბობისა" და "პიქსის" შორის, სცადეტ მათი კომბინაცია - "ბიქსი", რომელიც 2023 წელს ძალიან აქტუალური ვარცხნილობა იქნება.

rogor-1678177226.jpg

სწორი ან მომრგვალებული წინამო

წინამოს შეუძლია მთლიანად გარდაქმნას სახე, მისცეს უფრო ახალგაზრდული იერი. ამ სეზონზე ტენდენციაში ორი უკიდურესობაა: - ის არის ან ძალიან სქელი, ან ძალიან თხელი.

4-1678176327.png

" ბობი კარე"

თმის შეჭრის ეს სტილი ყოველთვის აქტუალური იქნება. აქ აქცენტი კეთდება ინდივიდუალურობაზე თმის სიგრძესა და სტრუქტურაში. "ბობი" შესანიშნავია როგორც ტალღოვანი, ისე სწორი თმისთვის.

5-1678176340.png

rogor6-1678177628.jpg

"ვოიაჟი"

ეს ვარცხნილობა სამოციან წლებში გამოჩნდა. ახლა კი კვლავ პოპულარობას იძენს და ამ სეზონზე აუცილებლად იქნება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ვარიანტი. ის უხდება თმის ნებისმიერ ფერს.

6-1678176351.png

დაგრძელებული წინამო

წინამო კვლავ პოპულარული იქნება 2023 წელს, მაგრამ ჩვენ გირჩევთ, ექსპერიმენტი ჩაატაროთ ფორმაზე - სცადეთ სწორი ან წაგრძელებული. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა მეტი კონტრასტი ფერში. ეს გამოაჩენს თვალების სიკაშკაშეს და გაანათებს კანის ტონს.

rogor5-1678177578.jpg

7-1678176362.png

ულტრამოკლე "პიქსი"

კარგია მეამბოხეებისთვის და ყველაზე გაბედული ადამიანებისთვის. შერწყმულია ქერა ფერთან.

8-1678176372.png

rogor4-1678177509.jpg

კლასიკური "კასკადი"

თმის შეჭრა, რომელიც პოპულარობის პიკზე იყო 80-იან წლებში, კიდევ ერთხელ ხდება ტრენდული. შესანიშნავია მათთვის, ვინც დაიღალა ერთი სიგრძის თმით და სურს სიმსუბუქე მისცეს. იდეალურად გამოიყურება საშუალო და გრძელ თმაზე.

rogor-1678177300.jpg

rogor3-1678177369.jpg