როგორ გამოვიყენოთ ციტრუსის კანი - rogor.ge

როგორ გამოვიყენოთ ციტრუსის კანი

ლიმონის კანი

  • ჩაის დაამატეთ ლიმონის ქერქი;
  • მოამზადეთ დაშაქრული ხილი. ამისათვის გახეხეთ კანი და გააჩერეთ ერთი დღე, პერიოდულად შეცვალეთ წყალი. შემდეგ ადუღეთ წყალი, დაამატეთ შაქარი და ქერქები და ხარშეთ ერთი საათის განმავლობაში. დაშაქრული ხილი დადეთ მშრალ ზედაპირზე და გააშრეთ;
  • მოამზადეთ ლიმონის ბრენდი. დაჭერით ქერქი და რბილობი ნაჭრებად და დაამატეთ კონიაკში. სასმელი უნდა დადგათ 3-4 კვირის განმავლობაში.

1-1677746741.jpg

ფორთოხლის კანი

  • ქერქის ნაჭრები მოათავსეთ ჭიქა წყალში და შედგით მაცივარში. წყალი გახდება უფრო გემრიელი და არომატული;
  • გააკეთეთ ბუნებრივი სანთელი;
  • დაამატეთ ფორთოხლის ქერქი ყავისფერ შაქრის პარკში, რათა შაქარი არ გაშრეს;
  • გააკეთეთ ბუნებრივი სკრაბი შაქრის, ცედრასა და სხვადასხვა ზეთების შერევით.

კუმკატის კანი

მოამზადეთ ჯემი. ჩაასხით წყალი ქვაბში, დაამატეთ შაქარი და დაჭრილი ლიმონის კანი. გახსოვდეთ, რომ გამოყენებამდე კარგად გარეცხეთ ღრუბლით. მოხარშული ჯემი სიროფს უნდა ჰგავდეს.

3-1677746753.jpg

გრეიფრუტის ქერქი

  • სალათს დაამატეთ ცოტაოდენი დაჭრილი ქერქი ციტრუსის სასიამოვნო არომატისთვის;
  • დაიბანეთ სახე გრეიფრუტის ქერქით გაჟღენთილი წყლით. ეს მიანიჭებს თქვენს კანს სიხასხასესა და ბზინვარებას.

მანდარინის ქერქი

  • მოამზადეთ სურნელოვანი ჩაი ფინჯანში ცოტაოდენი მანდარინის ქერქის დამატებით;
  • ქერქებს დაასხით მდუღარე წყალი. გააგრილეთ, გადაწურეთ და ჩაასხით ყინულის კუბიკებში. დილით ეს კუბიკები სახესა და კისერზე შეიზილეთ.

5-1677746766.jpg