როგორ მოვამზადოთ გოგრის სტეიკი არაჟნის სოუსით - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ გოგრის სტეიკი არაჟნის სოუსით

სოუსი წინასწარ მოამზადეთ: აურიეთ არაჟანი და ხაჭო, დაუმატეთ ლიმონის ცედრა და წვენი, ზეითუნის ზეთი, მარილი. გაფცქვენით ნიორი, ჩახეხეთ წვრილ სახეხზე პირდაპირ სოუსში. ღვიის კენკრა უხეშად დააქუცმაცეთ ქვასანაყში, დაუმატეთ სოუსს. ათქვიფეთ ბლენდერით, შედგით მაცივარში 1 საათით.

rogor3-1677568819.jpg

გააცხელეთ ღუმელი 220°C-მდე. გაფცქვენით გოგრა, ამოიღეთ თესლი (ბოჭკოვანი ნაწილი შეიძლება დარჩეს). გოგრა დავჭრათ 4-5 სმ სისქის ნაჭრებად.

rogor-1677568837.jpeg

აურიეთ კარაქი, შაქარი და სანელებლები და წაუსვით გოგრის ნაჭრებს. ნაჭრები დაალაგეთ პერგამენტით დაფარულ საცხობ ფირფიტაზე, ერთმანეთისგან დაშორებით და მოათავსეთ ღუმელის ცენტრში. გამოაცხვეთ სანამ არ გახდება ოქროსფერი და რბილი, დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში. მიირთვით გოგრის სტეიკები ცხელი, ცივ არაჟნის სოუსთან ერთად.

rogor5-1677569069.jpg