როგორ ვლინდება შუახნის კრიზისი ქალებში და როგორ ავიცილოთ ის - rogor.ge

როგორ ვლინდება შუახნის კრიზისი ქალებში და როგორ ავიცილოთ ის

ქორწინებამ არ მოიტანა სასურველი შედეგი

ზოგჯერ ადამიანებს დიდი მოლოდინები აქვთ ოჯახის შექმნის შემდეგ, რომ ის აუცილებლად ძალიან დიდ ბედნიერებას და სიხარულს მოიტანს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ეძებეთ პოზიტივი იმაში, რისი შესაძლებლობაც გაქვთ. თქვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესება, რათა იზრუნოთ საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებზე. ჩაერთეთ თვითშემეცნებაში, რათა გაიგოთ რა გაკლიათ ცხოვრებაში და შეცვალეთ ის უკეთესობისკენ.

თვითრეალიზაციის ნაკლებობა

შესაძლებელია, რომ ქალმა თავისი ამბიციები და პოტენციალი გაწიროს ოჯახის გულისთვის, მაგრამ ამან არ გაამართლოს. ბავშვები იზრდებიან და დედა სულ უფრო ნაკლებად სჭირდებათ, მეუღლესთან კი ყველაფერი კარგადაა და ის განსაკუთრებულ ყურადღებას არ საჭიროებს. ქალს კრიზისი აქვს მაშინ, როდესაც აღმოაჩენს არარეალიზებულ საკუთარ თავს. წლების განმავლობაში უამრავ საშინაო საქმეს აკეთებს, მაგრამ ვხედავთ დიასახლისს, რომელიც ნანობს, რომ ოდესღაც პროფესიული პოტენციალი არ გამოავლინა. თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ არასდროს არის გვიან დაწყება, თქვენ ჯერ კიდევ ნახევარი სიცოცხლე გაქვს წინ!

ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები

ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების შემდეგ ქალი ყოველთვის ნანობს, რატომ არ გააკეთა მაქსიმუმი და არ გამოიყენა შანსები. ხელიდან გაშვებული შესაძლებლობის გაცნობიერების მომენტში იწყება შუახნის კრიზისი.

ვიზუალური მიმზიდველობის დაკარგვა

არსებობენ გოგონები, რომლებიც ახალგაზრდობაში საკმაოდ მიმზიდველები არიან და წარმატებით ქორწინდებიან, მაგრამ ხშირად არ აქვთ დრო, რომ ამგვარი დადებითი ენერგეტიკა გარეგნობიდან შინაგან სამყაროზე გადაიტანონ და აფასებენ, რომ არა მარტო ლამაზები, არამედ ჭკვიანები, საინტერესო, მზრუნველები არიან. როდესაც ასაკობრივი ცვლილებები მოდის, ჩნდება უკმაყოფილება, შფოთვა და მიტოვების შიში.

როგორ ავიცილოთ თავიდან შუახნის კრიზისი

ამ პერიოდისთვის წინასწარ უნდა მოემზადოთ – ჩაერთოთ თვითშემეცნებაში, ისწავლოთ ახალ რეალობასთან ადაპტაცია. ამგვარად, თქვენ მუდმივად მზად იქნებით ცვლილებებისთვის და დროთა განმავლობაში შეეგუებით ნებისმიერ კრიზისს.

თუ საკუთარ თავთან თავადვე საუკეთესო კომუნიკაციაში ხართ, შუახნის კრიზის ადვილად აიცილებთ თავიდან, რადგან გესმით, რა ხდება თქვენთან და რა უნდა გააკეთოთ. თქვენ გაქვთ დრო, თვალყური ადევნოთ, როგორ იცვლება თქვენი ღირებულებები, შეცვალეთ თქვენი მიზნები და ქმედებები. როდესაც გაჩნდება შეუქცევადი ცვლილებები გარეგნობასა და ჯანმრთელობაში, თქვენ მზად ხართ ამისათვის, რადგან გაქვთ შეგუებულობის გამოცდილება, მაგალითად, ადრე იყავით ახალგაზრდა და ლამაზი, ახლა კი უფრო ჭკვიანი და ბრძენი გახდით.

გახსოვდეთ, რომ კრიზისი მომავალს ეხება, რადგან დღეს ადამიანს აწუხებს რა მოხდება ხვალ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეძლოთ მომენტზე კონცენტრირება და მისგან ენერგიის მიღება. ახალგაზრდობაში ფიქრობთ, რომ მთელი ცხოვრება წინ არის, მაგრამ დროთა განმავლობაში ხვდებით, რომ მომავალი არ არის უსასრულო. მაშასადამე, მონახაზების და ნულიდან გადაწერის დრო აღარ არის, ბედნიერების მოგვიანებით გადადებას ვეღარ მოახერხებთ - იმოქმედეთ ახლავე!

როგორ დავძლიოთ კარიერული კრიზისი