როგორ მოვუაროთ მაცივარს, რომ დიდხანს გვემსახუროს
ახალი მაცივრის ტრანსპორტირება უკეთესია ვერტიკალური სახით. მიზანშეწონილი არ არის მისი გადახრა.თუ ეს შესაძლებელია, მაშინ შეფუთვას დავხედოთ, სადაც აუცილებლად ეწერება, რომელ გვერდზე შეიძლება გადაიხაროს. ზოგჯერ მარკირება მოთავსებულია კომპრესორზე. როცა მაცივარი გადაიხრება, შეიძლება კომპრესორიდან დაიღვაროს ზეთი და ჩართვის შემდეგ დაზიანდეს გამაცივებელი მექანიზმი.
ახლად შეძენილი მაცივარი უნდა მოვათავსოთ სწორად შერჩეულ ადგილას. არ შეიძლება მისი დადგმა გამათბობელი ხელსაწყოების სიახლოვეს, მაგრამ აუცილებელია სუფთა ჰაერთან შეხება.
ახალი მაცივარი უნდა ჩაირთოს მისი დადგმიდან საათნახევრის შემდეგ. ამ პერიოდში შეიძლება მისი გარეცხვა.
ექსპლუატაციის პროცესში მაცივარი იწმინდება შიგნიდანაც და გარედანაც.
მაცივრის შიდა ნაწილი სასურველია გაირეცხოს სადეზინფექციო საშუალებით გაჯერებულ თბილ წყალში გაჟღენთილი ტილოთი ან ღრუბლით. გარდა ამისა, მაცივრის შიდა ნაწილის დასამუშავებლად გამოიყენება სპეციალური საშუალებები, რომლებიც უმჯობესია იმ ფირმებისა შევიძინოთ, რომლებიც უშვებენ საყოფაცხოვრებო ტექნიკას. ეს საშუალებები ებრძვის მაცივარში უსიამოვნო სუნსაც. თუ მაცივარს არ გააჩნია ჰაერის გაწმენდის სისტემა, მაშინ უნდა შევიძინოთ ნახშირის ფილტრიანი სპეციალური არომატიზატორი სუნის გასანეიტრალებლად. განაგრძეთ კითხვა