როგორ დავაუთოვოთ ტყავის ქურთუკი - მარტივი და ეფექტური საშუალება
ტყავის ქურთუკის დასაუთოვებლად აუცილებელია გარკვეული რეკომენდაციების მკაცრად დაცვა. თქვენ ასევე დაგჭირდებათ საუთაო დაფა და შესაფუთი ქაღალდი, ან გლუვი სტრუქტურის ქსოვილი.
- გამორთეთ ორთქლის რეჟიმი უთოზე და დააყენეთ ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე;
- მოათავსეთ ამობრუნებული ქურთუკი საუთაო დაფაზე. მისი დაუთოება ხდება ქაღალდის, ან ნაჭრის გამოყენებით;
- ნაჭერი, რასაც დააფარებთ. მაქსიმალურად დაჭიმული უნდა იყოს, ნაკეცების გარეშე;
- აუცილებელია ქურთუკის დაუთოება ნელი მოძრაობებით, ზედმეტი ზეწოლის გარეშე. თუ კოკრეტული ადგილი არ დაუთოვდა, დაელოდეთ სანამ ქსოვილი მთლიანად გაგრილდება და გაიმეორეთ პროცედურა.
მეორე მეთოდისთვის დაგჭირდებათ უთო ორთქლის ფუნქციით:
- ჩამოკიდეთ თქვენი ქურთუკი საკიდზე. უნდა დაიკიდოს თანაბრად, დახრილობის გარეშე. შეარჩიეთ საკიდის სწორი ზომა, რათა ქურთუკის მხრები მოერგოს საკიდს.
- დაელოდეთ, სანამ უთო არ მიაღწევს სასურველ ტემპერატურას და ორთქლი დაიწყებს გამომოსვლას უთო ძირიდან.
- მოათავსეთ უთოს ძირი ქურთუკიდან 10-15 სმ დაშორებით. გამოიყენეთ ორთქლის ჭავლი კანის დანაოჭებული უბნების გასასწორებლად. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ ორთქლის გამაძლიერებელი, განსაკუთრებით ძლიერ ნაოჭებზე.
- თუ პროცედურის გამეორება გჭირდებათ, არ დაგავიწყდეთ, რომ ქსოვილი გაგრილდეს.