როგორ მოვუაროთ სახის კანს იაპონური მეთოდით - rogor.ge

როგორ მოვუაროთ სახის კანს იაპონური მეთოდით

არასოდეს გაიხეხოთ, ან დაჭიმოთ კანი თვალების ირგვლივ

ევროპელებს უყვართ სწრაფი მოვლის საშუალებები, ისეთი პროდუქცია, რომელსაც აწერია „ექსპრესი“, „3 1-ში“, „მყისიერი“, „ერთი შეხება“ და მსგავსი. იაპონიაშიც იყიდება ასეთი პროდუქტები, მაგრამ იყენებენ მხოლოდ ფორსმაჟორის შემთხვევაში. ისინი ცდილობენ გამოიყენონ მონო-საშუალებები, ანუ ერთი მიზნით და არ ჩქარობენ. იცით როგორ იშორებენ იაპონელი ქალები მაკიაჟს? ისინი მთლიანად ასველებენ ბამბის ბალიშებს გამწმენდი საშუალებით, იქნება ეს ზეთი, რძე თუ მიცელარული წყალი, მჭიდროდ იდებენ დახურულ ქუთუთოებზე და იცდიან 10-15 წამს. შემდეგ მსუბუქად იწმენდენ. იმეორებენ მანამ, სანამ დისკზე კოსმეტიკური საშუალებების კვალი არ დარჩება მსუბუქი მოცილების შემდეგ. ამას შეიძლება 5 ან 7 წუთი დასჭირდეს, მაგრამ არც ერთი იაპონელი ქალი, არ დაჭიმავს და ქუთუთოების დელიკატურ კანს არ გაიხეხავს. ამიტომ, იაპონელ ქალებში ნაოჭები თვალების ირგვლივ ჩნდება საშუალოდ 10 ან თუნდაც 15 წლით გვიან.

უარი თქვით ტონიკებზე, შეცვალეთ ისინი ესენციებით!

capture-1676891195.png

მეორე განსხვავება, რომელიც თვაშისაცემია არის ის, რომ ევროპის დიდ კოსმეტიკურ სუპერმარკეტებში ყიდიან სახის სხვადასხვა სახის მატონიზირებელ საშუალებებს სხვადასხვა ტიპის კანისთვის, ზეთებით და მის გარეშე, ბუნებრივი ექსტრაქტებით და სხვა. იაპონიაში არც ერთი კოსმეტოლოგი ამას არ გირჩევთ. ტონიკი აშრობს კანს, ანადგურებს ლიპიდურ ბარიერს და აშორებს წყალს ზედაპირიდან, რის შედეგადაც კანი მომენტალურად იკუმშება. მატონიზირებელ საშუალებებს საერთოდ არ იყენებენ.

სამაგიეროდ, ესენციები ძალიან პოპულარულია იაპონიაში: წყალზე დაფუძნებული შრატები ბევრი ვიტამინით, ამინომჟავებით, მინერალებით და ამქერცლავი კომპონენტებით. ისინი ღრმად აღწევენ კანში, ატენიანებენ და ტონუსში მოჰყავთ. ისინი ასევე იყენებენ კრემებსა და ლოსიონებს, რომლებიც შრატის წასმის შემდეგ უკეთ შეიწოვება და ღრმად აღწევენ. ანუ კანის გაწმენდის მთელი პროცესი ასე გამოიყურება: ჯერ იბანენ სახეს გამწმენდი საშუალებით კოსმეტიკის მოსაშორებლად, ისვამენ კანზე მიცელარულ წყალს, ასუფთავებენ რბილი ქსოვილით ან პირსახოცით, წაისვამენ ესენციას, კრემს. მთელ პროცესს დაახლოებით 20 წუთი სჭირდება.