როგორი ინტიმური კავშირი გაქვთ - საუკეთესო სექსის 3 ნიშანი - rogor.ge

როგორი ინტიმური კავშირი გაქვთ - საუკეთესო სექსის 3 ნიშანი

მსუბუქი და ნაზი შეხება

შესაძლებელია ფიზიკური აქტის გარეშე იცხოვროთ, მაგრამ პარტნიორის შეხების გარეშე ბევრი აგრესიული ხდება, ჩაკეტილი და დეპრესიაშიც ვარდება. სწორედ ამიტომ თბილი ურთიერთობები მათ აქვთ, ვინც ნაზად ეპყრობა ერთმანეთს და მჭიდროდ ამყარებს კომუნიკაციას ყოველდღიურად. მასაჟი, ხელის ჩაკიდება, კოცნა, თმაზე მოფერება - ნებისმიერი ტიპის შეხება პარტნიორებს შორის ამყარებს კავშირს. მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ როგორ რეაგირებს თქვენს შეხებასა და კოცნაზე. ეს მომენტები შესაძლოა ისეთივე ვნებიანი იყოს, როგორც სექსი და რა თქმა უნდა, სიყვარულის დემონსტრირება საუკეთესოდ ხდება ამ დროს.

სექსუალური სურვილები

ადამიანებს მოსწონთ, როდესაც თავიანთი პარტნიორისთვის სასურველები არიან. ეს მათ ახალი თავგადასავლებისკენ უბიძგებს საწოლში, ფანტაზიებს უფრო მეტ გასაქანს აძლევს და აღძრავს სურვილს, უფრო მეტად ასიამოვნოს პარტნიორს. თუმცა სურვილი - ეს ერთი ხელის მოქნევით შეუძლებელია გამოიწვიოთ. უნდა იცოდეთ აუცილებლად, სად მოსწონს შეხება. მაგალითად, მას თქვენთან სექსი საშხაპეში უნდა დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ? მოუყევით ერთმანეთს და აღმოაჩინეთ, რა მომენტში ემთხვევა თქვენი ფანტაზიები. განაგრძეთ კითხვა