როგორ გაიკეთოთ "ნუდი" პედიკიური: 5 უნივერსალური ვარიანტი
ბუნებრიობა
კრემისფერი-ვარდისფერი ლაქი, რომელიც რამდენიმე ტონით უფრო ღიაა, ვიდრე თქვენი კანის ტონალობა, შექმნის "შიშველი" მოვლილი ფრჩხილების ილუზიას.
მტვრიანი ვარდი
ბაცი ვარდისფერი გამოკვეთს სისხლძარღვებს ფეხებზე, ამიტომ შეარჩიეთ მაღალ პიგმენტური ტონები, რომლებიც იძლევა საკმაოდ ნათელ იერს.
ნაზი ბზინვარება
ნაზი ვარდისფერი ბაზა მარგალიტისფერი ბზინვარებით იდეალური ფერია, როგორც ხელებისთვის, ასევე ფეხებისთვის. ის ვიზუალურად აუმჯობესებს ფრჩხილების ფორმას და შეუმჩნევლად იზრდება, რაც საშუალებას გაძლევთ შეამციროთ სილამაზის სალონში მისვლის სიხშირე.
რძისფერი ბაზა
დელიკატური რძისფერი, კანის ტონთან ჰარმონიაში, გამოიყურება ლამაზად და ბუნებრივად. ზაფხულში მისი ტარება შეიძლება ცოტა პრობლემური იყოს ფეხსაცმლის ფერთან შეუსაბამობის გამო.
ზამთრის მოტივები
თუ რძიანი ფერი ზედმეტად ნათელი გეჩვენებათ, სცადეთ მისი ვარიაცია სადაფის ქვის ბზინვარებით. ასეთი ვარიანტი იდეალურია ზამთრისთვის. ახლა ის უფრო ლამაზად გამოიყურება, ვიდრე ზაფხულში და მით უმეტეს შემოდგომაზე.