როგორ გავაძლიეროთ შვილების იმუნიტეტი ერთი უბრალო ქცევით - rogor.ge

როგორ გავაძლიეროთ შვილების იმუნიტეტი ერთი უბრალო ქცევით

საკუთარ შვილს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდებით

ჩახუტება მშობლებსა და შვილებს ეხმარება, რომ ერთმანეთთან ემოციური კავშირი იგრძნონ. მეცნიერები თვლიან, რომ ამ ეფექტში სიყვარულისა და ნდობის ჰორმონი, ოქსიტოცინი მონაწილეობს. თუმცა, ჩახუტება მხოლოდ ბავშვებისთვის არ არის აუცილებელი. საყვარელი ადამიანები, ნათესავები, მეგობრებიც არ დაივიწყოთ და სითბო ამ გზით მათაც გაუზიარეთ.

ბავშვს სტრესისგან იხსნით

1997 წელს მეცნიერები, რომლებიც ვირთხებს აკვირდებოდნენ, საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ. დედა ვირთხები, რომლებიც შვილებზე გულმოდგინედ ზრუნავდნენ, ხშირად სტრესისადმი მდგრად შთამომავლობას ზრდიდნენ. სპეციალისტების თქმით, ჩახუტება ბავშვებს სტრესისგან ათავისუფლებს და სამომავლოდ ისეთი გართულებებისგან იცავს, როგორებიცაა, ქრონიკული სტრესი, სიმსუქნისკენ მიდრეკილება, დიაბეტი, ჰიპერტენზია, გულის დაავადებები, დეპრესია და მავნე ნივთიერებებისადმი დამოკიდებულება. განაგრძეთ კითხვა