როგორ განვაახლოთ ძველი პარკეტი საკუთარი ძალებით - rogor.ge

როგორ განვაახლოთ ძველი პარკეტი საკუთარი ძალებით

იატაკის მოსარეცხად გამოიყენეთ ნაზი სარეცხი საშუალება, რომელსაც შეურევთ თბილ წყალში. მორეცხვა შეგიძლიათ იატაკის ჯოხით ან საწმენდი ტილოთი. აუცილებელია, რომ ტილო იყოს კარგად გაწურული.დალაქავებული ადგილები უხეში ჯაგრისით დაამუშავეთ, წმინდეთ ერთი მიმართულებით, რომ მასალა არ დააზიანოთ.

ამის შემდეგ იატაკი ისევ კარგად გაწურული ტილოთი მოწმინდეთ, სარეცხი ხსნარი რომ მოშორდეს.

გაამშრალეთ იატაკი მშრალი ნაჭრით ხის ტექსტურის მიმართულებით. როდესაც იატაკი კარგად გაშრება, შეგიძლიათ დაიტანოთ ცვილი ან სპეციალური გასაპრიალებელი საშუალება.

ამ პროცესის გამეორება პერიოდულად მოგიწევთ თუ იატაკის იერსახის შენარჩუნება გსურთ. გახსოვდეთ, პარკეტთან მუშაობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზედაპირი არ დააზიანოთ. გაგრძელება