როგორ მოვიშოროთ თმიდან საღეჭი რეზინი - rogor.ge

როგორ მოვიშოროთ თმიდან საღეჭი რეზინი

გამოიყენეთ მაიონეზი

წაუსვით საღეჭ რეზინაზე ერთი ჩაის კოვზი მაიონეზი, გაიჩერეთ 5-10 წუთი, შემდეგ დაიბანეთ თმა. ნებისმიერი პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია, რომელსაც აქვს ზეთის მაღალი შემცველობა. უმჯობესია პასტისმაგვარი ზეთი აიღოთ, მაგალითად, არაქისის ზეთი - უფრო ადვილი იქნება თმაში შეზელა. წაუსვით ზეთი დაზიანებულ თმაზე ძველი კბილის ჯაგრისით ან თითებით. იმისათვის, რომ საღეჭი რეზინი არ გავრცელდეს თქვენი თმის სხვა ღეროებზეც, მოათავსეთ ჩვეულებრივი სუფრის კოვზი დაზიანებული ადგილის ქვეშ. როდესაც რეზინა დარბილდება, მოაშორეთ იგი პირსახოცით ან ხელსახოცით და შემდეგ დაიბანეთ თმა შამპუნით. გაითვალისწინეთ, ვაზელინს შეუძლია ზეთის შეცვლა.

გამოიყენეთ ყინული

ეს მეთოდი შესაფერისია იმ შემთხვევაში, თუ საღეჭი რეზინი თმის ბოლოებზეა მიწებებული. ჩაასხით რამდენიმე სუფრის კოვზი მარილი დიდ ჭურჭელში და გაყინეთ ერთი საათის განმავლობაში. მარილი დაიცავს წყალს გაყინვისგან და საშუალებას მისცემს წყალს მაქსიმალურად გაცივდეს. შემდეგ გადმოიღეთ, ჩაასხით წყალი აბაზანაში და თმა ისე მოათავსეთ, რომ საღეჭი რეზინი გაიყინოს. ის გახდება მყარი და მტვრევადი, რის შედეგადაც ადვილად მოიშორებთ თმიდან. ალტერნატივა არის ყინულის კუბიკები. უბრალოდ წაისვით თმაზე და დაელოდეთ გაყინვას. შემდეგ დაიბანეთ თმა შამპუნით.

გამოიყენეთ საცხობი სოდა

შეურიეთ წყალი და სოდა, რომ მიიღოთ სქელი, პასტის მსგავსი ნარევი. წაისვით პასტა საღეჭ რეზინაზე და დაელოდეთ სანამ გაშრება, შემდეგ დაიბანეთ თმა შამპუნით.

გამოიყენეთ ლიმონი

შეურიეთ ლიმონის წვენი მშრალი თმის კონდიციონერს. მიღებული ნარევი ჩაასხით სპრეის ბოთლში. შეასხურეთ რეზინაზე. ცოტა ხნის შემდეგ საღეჭი რეზინის თმიდან ამოღებას შეძლებთ. დაიბანეთ თმა შამპუნით.

გამოიყენეთ კბილის პასტა

კბილის პასტა ან თმის მუსი წაისვით რეზინაზე, სანამ არ დაიწყებს გამოყოფას და ჩამოივარცხნეთ.