როგორ მოქსოვოთ ხალიჩა ძველი მაისურებისგან
აირჩიეთ რამდენიმე ფერადი ძველი მაისური. დიდი ხალიჩისთვის რამდენიმე მაისური დაგჭირდებათ. პირველი ეტაპი არის მისი გარდაქმნა გრძელ ზოლებად. მაისური დახაზეთ ცარცით, ქვედა ნაკერიდან ზევით 5 სმ-ით გაზომვა დაიწყეთ. მაისური ამ მარკირების მიხედვით დაჭერით ზოლებად.
როდესაც თქვენ გაქვთ მშვენიერი ფერადი გრძელი ზოლები, დროა დაიწყოთ მათ გადაბმაზე და დაწვნაზე ფიქრი. გრძელი ზოლების ბოლოები დაამაგრეთ სამაგრით, ასე უფრო ადვილია მუშაობა. დაწენით ნაწნავი.
შემდეგი ნაბიჯი არის ხალიჩის დახვევა. ნაქსოვი ნაწნავები ფრთხილად დაალაგეთ, რომ არ დაიჭყლიტოს.
რჩება ფერადი ნაწნავების შეკერვა. ამის გაკეთება შეგიძლიათ ხელით, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ საკერავი მანქანა - ეს უფრო სწრაფი იქნება, რა თქმა უნდა. დაიწყეთ კერვა ხალიჩის ცენტრიდან, სპირალური გადაადგილებით.