როგორ გარეცხოთ და გავასუფთავოთ სოკო სწრაფად - rogor.ge

როგორ გარეცხოთ და გავასუფთავოთ სოკო სწრაფად

სოკო შესანიშნავად შთანთქავს წყალს და კარგავს გემოს. გააჩერეთ სოკო რამდენიმე წამის განმავლობაში გამდინარე წყლის ქვეშ, შემდეგ კი სწრაფად შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. თქვენ ერთდროულად გაასუფთავებთ მას და შეუნარჩუნებთ არომატს.

1-1675845514.jpg

არ დაგავიწყდეთ ფეხის დაბოლოების მოჭრა. დაიმახსოვრეთ, რაც უფრო დიდხანს იქნება სოკო მაცივარში, მით მეტი ნაწილის მოჭრა მოგიწევთ. როგორც არ უნდა სცადოთ სოკოს მომზადება, გამხმარი, დაჭყლეტილი ქსოვილი მაინც არ გაუმჯობესდება.

2-1675845526.jpg

სოკოს ფეხზე მდებარე "კაბა" აბსოლუტურად უვნებელია და საკმაოდ ვარგისია მოხმარებისთვის. თუ გინდათ, დატოვეთ, მაგრამ შეგიძლიათ მოჭრაც - ეს ყველაფერი თქვენს ესთეტიკურ გემოვნებაზეა დამოკიდებული.

3-1675845541.jpg

თუ ქამა სოკოს აქვს დიდი ქუდი (როგორც წესი, სოკო 5 სმ-ზე მეტი უნდა იყოს), მაშინ უნდა გაფცქვნათ. დანით ფრთხილად ააცალეთ თხელი ფენა, კიდიდან - ცენტრის მიმართულებით. პატარა სოკოებს გარსი თხელი აქვთ, ამიტომ არ არის საჭირო მათი გაფცქვნა.

4-1675845553.jpg

ზოგჯერ სოკოს ქუდის ბოლოში ყავისფერ ფირფიტებს აშორებენ. გახსოვდეთ, რომ სწორედ ისინი ანიჭებენ სოკოს პიკანტურ გემოს.

5-1675845568.jpg