როგორ მოვუაროთ ბავშვის კბილებს
ბავშვის კბილების გამოხეხვა 1) ბავშვი კალთაში ჩაისვით. სველი სუფთა ცხვირსახოცი თითზე შემოიხვიეთ და ზედ ცოტაოდენი ფტორიანი კბილის პასტა გადმოიღეთ. კბილის პასტას ნუ გამოიყენებთ, თუ ბავშვს არ მოსწონს, ან ჭამს მას. იხმარეთ მხოლოდ საბავშვო კბილის პასტა. 2)ბავშვს თითი ღრძილებსა და კბილებზე წაუსვით.
ფტორი ბავშვის კბილები შეგიძლიათ დაიცვათ ფტორით - ნივთიერებით, რომელიც მინანქარს ამაგრებს და მცირე ბზარებსაც ავსებს. ფტორიანი კბილის პასტით დღეში ორჯერ კბილების გამოხეხვა ბავშვის კბილებს გაფუჭებისგან დაიცავს. ფტორი ზოგ რეგიონში სასმელ წყალშიც მოიპოვება.