როგორ დავძლიოთ სევდა და დეპრესია? ეს 10 რჩევა დაგეხმარებათ ყოველთვის კარგ ხასიათზე იყოთ - rogor.ge

როგორ დავძლიოთ სევდა და დეპრესია? ეს 10 რჩევა დაგეხმარებათ ყოველთვის კარგ ხასიათზე იყოთ

ისწავლეთ საკუთარი თავის კონტროლი. შეწყვიტეთ წვრილმანებზე მუდმივი განაწყენება. ახლობელ ადამიანებთან ჩხუბი არ გაგაბედნიერებთ, ამიტომ ისწავლეთ პატიება. წყენისგან თავის დაღწევით თქვენ გათავისუფლდებით უარყოფითი ემოციებისგან, რომლებიც განადგურებენ.

ყველაფერს იუმორით შეხედეთ. თუნდაც შეურაცხყოფა მოგაყენონ, უბრალოდ გაიღიმეთ და უთხარით საკუთარ თავს: "ესეც გაივლის!"

ნუ დარჩებით სახლში, თუ ცუდ ხასიათზე ხართ. გადით გარეთ, შეხვდით მეგობრებს, ეწვიეთ ახლობლებს და დაივიწყებთ ცუდ განწყობას!

შეცვალეთ ჩვევები, გააკეთეთ რაიმე ახალი. შეგიძლიათ აირჩიოთ ახალი ჰობი ან რადიკალურად შეცვალოთ თქვენი ჩაცმის სტილი. გარდერობის განახლებით თქვენ მეტად გახალისდებით.

ისწავლეთ დასვენება. იფიქრეთ საინტერესო საქმის კეთებაზე. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ საყვარელ ადამიანთან შეხვედრა ან დასვენება რომელიმე კურორტზე. მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, გრეიფრუტი, ბერგამოტი არის ეთერზეთები, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი განწყობის გაუმჯობესება.

წადით აუზზე. წყალი ორგანიზმს დასვენებასა და მოდუნებაში ეხმარება, აუმჯობესებს თქვენს განწყობას. თქვენ ყოველთვის იგრძნობთ თავს ხალისიანად.

გაჩერდით და იფიქრეთ თქვენს ცხოვრებაზე. ზოგჯერ დეპრესია მოდის მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს უბრალოდ არ აქვთ საკმარისი დრო იფიქრონ, აირჩიეს თუ არა სწორი მიმართულება. მოაწესრიგეთ ყველაფერი თქვენს ფიქრებში, ოცნებებში, მიზნებში. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სახლის დასუფთავება და ხშირად უნდა გააკეთოთ.

ყველაფერი მარტივად მიიღეთ. ნუ ეცდებით ყოველდღე გააკეთოთ საქმეები. კონცენტრირება მოახდინეთ იმაზე, რასაც აკეთებთ ამ მომენტში. ძალიან ხშირად ეს მიდგომა ხელს უწყობს წარმატებას. ისწავლეთ მცირე წარმატებებითა და მიღწევებით ტკბობა.

შეინარჩუნეთ პერსპექტივის გრძნობა. ცხოვრება მუდმივ მოძრაობაშია. გასაკვირი არ არის, რომ ხალხი ამბობს - "დილა უფრო ბრძენია ვიდრე საღამო".

არ ჩაწვეთ ლოგინად, ეცადეთ არ დაგიმორჩილოთ თქვენმა აზრებმა. ეს კიდევ უფრო დეპრესიაში ჩაგაგდებთ. სჯობს სახლი დაასუფთავოთ ან წიგნი წაიკითხოთ. რაც უფრო "ცოცხალი" იქნება თქვენი აზრები, მით უკეთესი იქნება თქვენი განწყობა.