ჩადეთ ფარში საკონდიტრო ტომარაში - ხორცის მომზადების გენიალური მეთოდი
ქათმის ფილე დააბლენდერეთ, ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.
გაფცქვენით და დააბლენდერეთ ხახვიც. ფარში შეაზავეთ ხახვით, მარილით, პილპილით და სუნელებით.
ფარში ჩადეთ საკონდიტრო ტომარაში.
ტაფაში გააცხელეთ ზეთი. შემდეგ, გამოდევნეთ ფარში საკონდიტრო ტომრიდან ისე, რომ ტაფაზე გაკეთდეს ჩხირები.
საშუალო ცეცხლზე შეწვით კოტლეტი-ჩხირები ყველა მხრიდან, ოქროსფერი ფერის მიღებამდე.
ხორცის ჩხირებს მოუხდება ბოსტნეულის გარნირი.