როგორ გადავარჩინოთ წყლისგან გაბერილი ლამინატი - rogor.ge

როგორ გადავარჩინოთ წყლისგან გაბერილი ლამინატი

ჯერ უნდა მოიძიოთ მიზეზები, რომ გაიგოთ, რატომ გაიბერა ლამინატი. რა თქმა უნდა, მთავარი მიზეზი ტენიანობაა. ლამინატის მოდელების უმეტესობა არ არის წყალგაუმტარი. ისინი ვერ იტანენ ზედმეტ ტენიანობასაც კი. ამის გამო შეიძლება ამოიბეროს ზედაპირი.

ამ ყველაფერში სარეცხი მანქანაც "დამნაშავეა". ასევე, მიზეზი შეიძლება გახდეს ცხოველების საკვები თასი, რომელიც მუდმივად ერთ ადგილას დგას. მათგან წყალი იღვრება და იატაკზე რჩება. იგივეა სველი ფეხსაცმლის შემთხვევაში. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ყურადღება გაამახვილოთ ამ ყველაფერზე, თუ გსურთ პრობლემის თავიდან აცილება.

მაგრამ არის სიტუაციები, როცა წყლის გაჟონვას მაშინვე ვერ ვამჩნევთ. ამისთვის მარტივი და საიმედო ხრიკი არსებობს. უპირველესად, თქვენ უნდა დაიწყოთ წყლის გაშრობით. ლამინატის ზედაპირი კარგად გააშრეთ ქსოვილით. ხდება ისე, რომ გაშრობის შემდეგ ლამინატი თავისით უბრუნდება პირვანდელ ფორმას. თუ ასე არ მოხდა, მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:

აიღეთ ბამბის პირსახოცი ან ქსოვილი. რაღაც საკმარისად თხელი, მაგრამ ამავე დროს დამზადებული ბუნებრივი მასალისგან. მნიშვნელოვანია, რომ ქსოვილი არ დნებოდეს მაღალ ტემპერატურაზე. შემდეგ აიღეთ უთო და დააყენეთ ტემპერატურა საშუალო სიმძლავრეზე. დადეთ ქსოვილი ამობურცულ ზედაპირზე და გადაატარეთ უთო. ფრთხილად იყავით, რომ საფარი არ დაწვათ. დროდადრო აკონტროლეთ რა ხდება ქსოვილის ქვეშ. წესით, რამდენიმე წუთის შემდეგ, ყველაფერი უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ ფორმას.

იატაკის საფარს ფრთხილად მოვლა სჭირდება. დასუფთავებისთვის გამოიყენეთ მტვერსასრუტი, რომელიც განკუთვნილია პარკეტის იატაკისთვის. ეს ხელს შეუწყობს პირვანდელი იერის შენარჩუნებას. არ გამოიყენოთ მყარი ჯაგრისები ან საფხეკები. ასევე, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ იატაკის გაწმენდისას. არ გამოიყენოთ ძალიან სველი ქსოვილი, ჯობს ოდნავ ნესტიანი საფენით გაიწმინდოთ, შემდეგ კი მშრალი ქსოვილით გაამშრალოთ.