როგორ დავიწყოთ დღე პოზიტიურად
დალიეთ ყავა და არსად არ იჩქაროთ. გაითბეთ ხელები თბილ ჭიქაზე და შეიგრძენით არომატი.
იზრუნეთ თქვენს პირად სივრცეზე, ყველაფერზე, რამაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ, გაგანადგუროთ, ხელი შეგიშალოთ. დაუთმეთ დრო - ისიამოვნეთ ცხოვრებით, ისიამოვნეთ დღეებით, ისუნთქეთ ღრმად, ნუ იდარდებთ. სცადეთ მედიტაცია.
გათავისუფლდით ყოველგვარი დისკომფორტისგან. მოიშორეთ ის საგნები, რომლებიც არ მოგწონთ. ჩამოშორდით ადამიანებს, რომლებშიც არ არის გულწრფელობა, ერთგულება და სითბო, რომელთა ღირებულებები არ ემთხვევა თქვენსას.
ისწავლეთ წვრილმანებში ბედნიერების დანახვა, მთავარია იგრძნოთ გულით.
კონცენტრირდით არა მტრებზე, არამედ მეგობრებზე. მტრები ყოველთვის იქნებიან, მაგრამ მეგობრები არის საგანძური, რომელიც დაცული უნდა იყოს.
ნუ აქცევთ ყურადღებას სხვის აზრს. არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვიან შენზე, ხალხი ყოველთვის ილაპარაკებს. ეს შენ ვერაფერს დაგაკლებს.
გაიღიმეთ. სამყარო კიდევ უფრო მშვენიერია, როცა იღიმით.