როგორ დავწვათ კალორიები სწრაფად
იხტუნავეთ ლახტით 8 წუთის განმავლობაში
ლახტით ხტუნვა მარტივად დაგაწვევინებთ კალორიებს. ბავშვობაში ყველას გიყვარდათ, ახლა კი გეხმარებათ კალორიების დაწვაში. იხტუნავეთ ლახტით 8 წუთის განმავლობაში, რომ დაწვათ 100 კალორია. თუ თქვენ ეძებთ უფრო რთულ ვარჯიშს, სცადეთ მონაცვლეობა ცალ ფეხზე 30 წამის განმავლობაში, წინ და უკან.
ირბინეთ 10 წუთის განმავლობაში
სასიამოვნო სირბილმა შეიძლება გაგაცოცხლოთ და სწრაფად დაწვათ კალორიები. კალორიების რაოდენობა, რომელსაც დაწვავთ სირბილით, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ მანძილს დაფარავთ. როგორც წესი, 1 მილი უდრის დაახლოებით 100 კალორიას. თანდათან გაზარდეთ სიჩქარე, არ არის აუცილებელი თავიდანვე მაქსიმუმამდე მიაღწიოთ. ეს ვარჯიში ასევე კავშირშია ქრონიკული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლასთან.
ითამაშეთ ჩოგბურთი 11 წუთის განმავლობაში
ჩოგბურთის თამაში შესანიშნავი გზაა ენერგიის დაწვისთვის. ჩოგბურთი არა მხოლოდ წვავს 100 კალორიას 11 წუთში, არამედ გაზრდის თქვენს ანაერობულ ჯანმრთელობას, შეამცირებს არტერიულ წნევას, გააუმჯობესებს მეტაბოლიზმს და გააძლიერებს თქვენს კუნთებს.
იარეთ ველოსიპედით 12 წუთის განმავლობაში
ველოსიპედით სიარული შესანიშნავი გზაა კალორიების დასაწვავად. სავარაუდოდ, დაახლოებით 12 წუთში დაწვავთ 100 კალორიას. სცადეთ დატოვოთ მანქანა და ხშირად იაროთ ველოსიპედით თუნდაც სამსახურში ან სხვაგან. მოქნილობა, წონის დაკლება, ძვლების სიმტკიცე და გაუმჯობესებული ფსიქიკური ჯანმრთელობა - ეს ის სარგებელია, რომელსაც ველოსიპედით სიარულის დროს მიიღებთ.
იცურეთ 13 წუთის განმავლობაში
დაემშვიდობეთ კალორიებს სწრაფი, გამაგრილებელი ცურვით. ჩვეულებრივი ტემპით ცურვა მხოლოდ 13 წუთში დაწვავს 100 კალორიას, ეს ძალიან ეფექტური ვარჯიშია მთელი სხეულისთვის, რასაც შეუძლია აამაღლოს თქვენი გამძლეობა.
იარეთ კიბეებზე 14 წუთის განმავლობაში
მოერიდეთ ლიფტს და დაწვით კალორიები კიბეებზე სიარულით. კიბეებზე ასვლა 14 წუთში წვავს დაახლოებით 100 კალორიას. ამასთანავე, გააუმჯობესებთ ძვლებისა და კუნთების ჯანმრთელობას.
წყარო: wikihow.com