როგორ მიხვდეთ, რომ დღის მანძილზე ძალიან ცოტას მოძრაობთ
მუდმივი დაღლილობა
საკმარისად გძინავთ, დიეტა მრავალფეროვანია, მაგრამ მაინც სწრაფად იღლებით? რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს შეიძლება მოძრაობის ნაკლებობის ბრალი იყოს, რადგან ის პირდაპირ მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ასე რომ, რაც უფრო დაღლილი ხართ, მით მეტი უნდა იმოძრაოთ.
გაზრდილი შფოთვა
უმოძრაო ცხოვრების წესს შეუძლია გაზარდოს შფოთვისა და დეპრესიის დონე - ეს ერთდროულად რამდენიმე კვლევამ დაადასტურა. უფრო მეტიც, დადასტურებულია, რომ რეგულარული აერობული და ძალისმიერი ვარჯიში მნიშვნელოვნად ამცირებს შფოთვის დონეს, დეპრესიის სიმპტომებს და კიდევ უფრო აჩქარებს გამოჯანმრთელებას. რასაკვირველია, არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ გაზრდილი შფოთვა მაინცდამაინც აქტივობის ნაკლებობაზე მიუთითებს, მაგრამ სცადეთ ცხოვრებას მეტი დინამიკა მისცეთ.
თქვენი ჰორმონალური ბალანსი დარღვეულია
მოძრაობის ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე, არამედ ჰორმონების ბალანსზეც. სხეულის ჭარბმა ცხიმმა შეიძლება გამოიწვიოს ესტროგენის მატება და ტესტოსტერონის ნაკლებობა, რაც აუცილებლად იმოქმედებს თქვენს ორგანიზმზე. ამავდროულად, სპორტის თამაში ხელს უწყობს ჰორმონალური ბალანსის ნორმალიზებას, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გაქვთ
კარგი გამოსავალია დაიწყოთ ვარჯიში: აერობული ვარჯიში აჩქარებს სუნთქვას და გულისცემას, რაც თავის მხრივ აუმჯობესებს ნაწლავის კუნთების შეკუმშვას. სირბილი, სიარული, ცურვა - ყველა ამ ტიპის ფიზიკური დატვირთვა დადებითად მოქმედებს არა მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, არამედ ნაწლავების მუშაობაზეც.
კარგად არ გძინავთ
თუ გიჭირთ დაძინება, ან ღამით გაღვიძება, ან დილით ადგომა, ეს ასევე შეიძლება იყოს მოძრაობისა და აქტივობის ნაკლებობის ნიშანი. ხანდაზმულებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობდნენ, საშუალოდ ერთი საათით და მეოთხედით მეტი სძინავთ, ვიდრე ნაკლებად აქტიურებს, ნათქვამია კვლევაში. სცადეთ აერობული ვარჯიშის დამატება - ეს, სავარაუდოდ, უკეთ და ჯანსაღად დაგაძინებთ.