როგორ მოვიშოროთ საღებავი თმიდან
შეიძინეთ ქერტლის შამპუნი. ქერტლის შამპუნი ოდნავ უფრო "მძიმეა", ვიდრე ჩვეულებრივი შამპუნი. ქერტლის მქონე ადამიანებს აქვთ ჭარბი ცხიმი, რაც იწვევს კანის აქერცვლას.
აიღეთ საკვები სოდა. დარწმუნდით, რომ ეს არის საკვები სოდა და არა გამაფხვიერებელი. შეფუთვა ხშირად მსგავსია, მაგრამ გამაფხვიერებელი ამისთვის არ გამოდგება. საკვები სოდა ბუნებრივი (თუმცა არა ძლიერი) მათეთრებელი საშუალებაა.
თანაბარ ნაწილად აურიეთ შამპუნი და სოდა. შეგიძლიათ აურიოთ ისინი კონტეინერში, ან უბრალოდ დაასხით თითოეული მათგანის თანაბარი ნაწილი ხელის გულზე.
დაიბანეთ თმა ნარევით. დაიტოვეთ ნარევი თმაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ ჩამოიბანთ.
კარგად ჩამოიბანეთ. დაინახავთ, რომ თმის ფერი შეგეცვლებათ ჩამობანის დროს. საჭიროების შემთხვევაში ამ ხსნარით თმა რამდენჯერმე დაიბანეთ. ეს საუკეთესოდ მუშაობს, თუ ცოტა ხნის წინ შეიღებეთ თმა.
წყარო: wikihow.com