ტოპ 5 პროდუქტი, რომელიც პირის ღრუში უსიამოვნო სუნის პრობლემას მოგიგვარებთ
მწვანილი და სანელებლები: ოხრახუში, როზმარინი, კარდამონი, კამა, ქინძი, დარიჩინი, მიხაკი, რეჰანი და პიტნა ხელს უწყობს უსიამოვნო სუნის გაქრობას. გარდა ამისა, მწვანილში ბევრი ვიტამინია, ამიტომ საკვებში მისი დამატებით ერთდროულად ორი პრობლემის გადაჭრა შეგიძლიათ - დიეტა უფრო ჯანსაღი გახადოთ და უსიამოვნო სუნი მოიშოროთ.
ასევე, სასარგებლოა ციტრუსები: ფორთოხალი, ლიმონი, ლაიმი და C ვიტამინით მდიდარი სხვა ხილი. ეფექტის მისაღწევად საკმარისია ასეთი ხილის მირთმევა ან ნატურალური წვენის დალევა. მაგალითად, იოგურტის შემადგენელი პრობიოტიკები ხელს უწყობენ წყალბადის სულფიდის დონის შემცირებას. ამრიგად, ისინი ხელს უწყობენ ცუდი სუნის წინააღმდეგ ბრძოლას.
ბოსტნეული და ხილი: მათ აქვთ ბევრი ბოჭკო, რაც ხელს უწყობს ნაწლავების გაწმენდას. გარდა ამისა, ბევრი ხილი და ბოსტნეული ასტიმულირებს ნერწყვდენას და ხელს უწყობს პირის ღრუს ბაქტერიებისგან გაწმენდას, რითაც უსიამოვნო სუნს მოიშორებთ.
წყალი: როდესაც სხეული დეჰიდრატირებულია, ნერწყვის გამომუშავება ავტომატურად მცირდება, რადგან სხეული ცდილობს შეინარჩუნოს ტენიანობა. ნერწყვი ასევე იცავს პირის ღრუს ბაქტერიების გამრავლებისგან, რომლებიც უსიამოვნო სუნს აჩენს. იმისათვის, რომ ნერწყვის რაოდენობა არ შემცირდეს, მთელი დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ სათანადო რაოდენობით წყალი და დროდადრო პირის ღრუშიც გამოივლოთ.
ამ პროდუქტების მიღება ყველა შემთხვევაში გამოსავალი არ არის. ხშირად ცუდი სუნი შეიძლება გამოწვეული იყოს ჯანმრთელობის პრობლემებით. მაგალითად, მიზეზი შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება ან სტომატოლოგიური პრობლემები. ასეთ შემთხვევებში დაგჭირდებათ ექიმთან კონსულტაცია.