როგორ გავწმინდოთ სამზარეულოს გაჭედილი მილები 1 წუთში, ხალხური მეთოდით - rogor.ge

როგორ გავწმინდოთ სამზარეულოს გაჭედილი მილები 1 წუთში, ხალხური მეთოდით

საკმარისია 4 სუფრის კოვზი სოდა და 500 მლ ძმარი. ჩაასხით საკვები სოდა ნიჟარაში, შემდეგ დაასხით ძმარი. დატოვეთ 5-10 წუთის განმავლობაში. სანამ რეაქცია მიმდინარეობს, აადუღეთ ლიტრანახევარი წყალი. ჩაასხით მდუღარე წყალი ხვრელში. ეს მეთოდი გაასუფთავებს ონკანს დაბინძურებისგან.

3-1675064139.jpg

შეგიძლიათ სცადოთ სხვა მეთოდიც. შეურიეთ 200 გრ სოდა და 200 გრ მარილი. ეს ნარევი ჩაყარეთ სანიაღვრეში, დაასხით 150 მლ. თბილი ძმარი და ცოტა წყალი. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩარეცხეთ ყველაფერი გამდინარე წყლით. ასეთი მარტივი პროცედურის შემდეგ ყველანაირი უსიამოვნო სუნი გაქრება. გაიმეორეთ ეს პროცედურა დროდადრო.

6-1675064164.jpg