როგორ ფეხსაცმელთან უნდა ჩაიცვათ მოკლე შარვალი
"ჩელსი"
მოკლე ჯინსს და ნებისმიერ სხვა მოკლეტოტიან შარვალს იცვამთ ორი წესით: ან მთლიანად ფარავთ კოჭს, ან, პირიქით, დატოვებთ ადგილს შარვალსა და ფეხსაცმელს შორის. თუ პირველ ვარიანტს იყენებთ, გირჩევთ "ჩელსის".
"ბათინკი"
იმავეს ვაკეთებთ "ბათინკებთან" დაკავშირებით: მაღალი მოდელები უნდა ფარავდეს კოჭს. ოღონდ ამ შემთხვევაში, შარვალიც ისე ჩაიცვით, რომ სივრცე არ ჩანდეს ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს შორის.
ლოფერები
გაზაფხულსა და ზაფხულში აუცილებლად გჭირდებათ ლოფერები! მოკლე შარვლისთვის შესაფერისია ელეგანტური ბრტყელძირიანი მოდელები: ამ გზით თქვენ მეტად გამოკვეთთ კოჭს და ვიზუალურად არ ყოფთ ფეხს ორ ნაწილად.
საბო
გაშლილი ჯინსებისთვის კარგია კომფორტული საბოები. მასიური პლატფორმისა და საკმაოდ მარტივი დიზაინის გამო, ისინი ინარჩუნებენ მოცულობითობას შარვალთან ერთად.