როგორ გავწმინდოთ მანქანა შიგნიდან - რჩევები სალონის დასუფთავებისთვის - rogor.ge

როგორ გავწმინდოთ მანქანა შიგნიდან - რჩევები სალონის დასუფთავებისთვის

ხალიჩები

სანამ ხალიჩების გაწმენდას დაიწყებთ, გადმოიღეთ ხალიჩები. გამოიყენეთ ჯაგრისი ჭუჭყის მოსაშორებლად და შემდეგ კარგად გაასუფთავეთ მტვერსასრუტით. ლაქების მოსაშორებლად გამოიყენეთ სპეციალური ხალიჩების საწმენდი ქაფი. გააშრეთ ხალიჩები და ისე დააბრუნეთ მანქანაში.

სავარძელი

იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენ და თქვენი შვილები მუდმივად ზიხართ სავარძლებზე და ტოვებთ მათზე ჭუჭყის, ოფლისა და მიკრობების კვალს. თქვენი ტყავის, ვინილის ან ქსოვილის სავარძლების საფუძვლიანად გაწმენდა უსიამოვნო სუნს აღმოფხვრის და თქვენი მანქანის ინტერიერს სუფთა იერს მისცემს. ჯერ მტვერსასრუტით გაასუფთავეთ სკამები და შემდეგ მიჰყევით დასუფთავების შესაბამის მეთოდს. შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური, ავეჯისთვის განკუთვნილი ქაფი.

2-1674477682.png

ტყავის სავარძლები

  • გაწმინდეთ სავარძლები ტყავის საწმენდი ტილოებით. დამუშავეთ ზედაპირი ტყავის ინტერიერის საწმენდი და რბილი, ნესტიანი ქსოვილის გამოყენებით.
  • გაწმინდეთ მიკროფიბერის ნესტიანი ქსოვილით.
  • წაუსვით დამცავი კრემი, რათა მომავალში გაგიადვილდეთ ლაქების მოშორება. თუ მანქანის სავარძლებზე ტყავი დამსკდარია, გამოიყენეთ რაც შეიძლება ნაკლები სითხე.

ვინილით დაფარული სავარძლები

შეასხურეთ უნივერსალური გამწმენდი დაბინძურებულ ადგილებზე და გააშრეთ ზედაპირი.

ქსოვილის სავარძლები

  • შეასხურეთ უნივერსალური გამწმენდი დაბინძურებულ ადგილებზე და გააშრეთ ზედაპირი.
  • ლაქებისთვის გამოიყენეთ ხალიჩის საწმენდი. წაუსვით ზედაპირზე და გახეხეთ ჯაგრისით.
  • გააშრეთ სავარძელი შთამნთქმელი ქსოვილით.

3-1674477702.png