წვეულების შემდეგ: 10 აპრობირებული ხალხური მეთოდი, თუ როგორ გადაარჩინოთ თქვენი სახე - rogor.ge

წვეულების შემდეგ: 10 აპრობირებული ხალხური მეთოდი, თუ როგორ გადაარჩინოთ თქვენი სახე

"ალუმინის" ნიღაბი

rogor-1674543114.jpg

ჩვეულებრივი ფოლგის ქაღალდიდანაც შეგიძლიათ გამოჭრათ 10 ნიღაბი, თქვენი სახის ზომის. გააკეთეთ ხვრელები თვალებისთვის და ჩადეთ საყინულეში. დილით ამოიღეთ ნიღბები, მჭიდროდ დაიკარით სახეზე და შეცვალეთ როცა გათბება. ეფექტი გაგაოცებთ!

მანდარინის ნიღაბი

rogor1-1674543215.jpg

იყიდეთ ორიოდე მანდარინი, ქერქთან ერთად მოათავსეთ ბლენდერში და დაუმატეთ შაქარი. დააბლენდერეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას და წაისვით კანზე. ვიტამინი C ხელს შეუწყობს მეტაბოლური პროცესების გააქტიურებას, კანი გახდება უფრო ელასტიკური, ბზინვარე და სუფთა.

ყინულის პაკეტი

მაცივრის ყველაზე ცივ თაროზე წინასწარ მოათავსეთ სახის კოსმეტიკური ხელსახოცების პაკეტი. გამოიყენეთ ისინი მანდარინის ნიღბის მოსაშორებლად.

გვირილის ნიღაბი

გვირილა მოხარშეთ მდუღარე წყალში და როცა გაცივდება, შედგით მაცივარში. დილით დაასველეთ ბამბის ბალიშები ნახარშში და დაიდეთ თვალებზე.

კარტოფილის ნიღაბი

გახეხეთ ახალი კარტოფილი და წაისვით სახეზე. 20 წუთის შემდეგ სიწითლე გაქრება, შეშუპება კი საგრძნობლად შემცირდება: სახამებელი თავის საქმეს გააკეთებს.

კიტრის ნიღაბი

დეჰიდრატირებული კანი მადლიერებით შთანთქავს კიტრის წვენს და გახდება უფრო გლუვი და ერთგვაროვანი, სიწითლე შემცირდება, ან საერთოდ გაქრება.

ბანანი-სტაფილოს ნიღაბი

A და E ვიტამინების სარგებელზე საუბარიც კი არ არის საჭირო. სტაფილო გახეხეთ წვრილად, ბანანი კი ჩანგლით დასრისეთ. თანაბარი პროპორციით აურიეთ და დაიდეთ თვალების ქვეშ.

არაჟნისა და კამის ნიღაბი

2 სუფრის კოვზ ცხიმიან არაჟანში შეურიეთ რამდენიმე ღერო დაბლენდერებული კამა და წაისვით ეს ნარევი სახეზე. კანის ფერი ბუნებრივი და ჯანსაღი გახდება, კანზე სისხლძარღვები გაფერმკრთალდება და სახე „ისუნთქებს“.

წიწიბურას ნიღაბი

წიწიბურა მოხარშეთ, შეახვიეთ ქსოვილში და შედეთ მაცივარში. დილით წაისვით შეშუპებულ და გაწითლებულ ადგილებზე.