როგორ მოვიშოროთ პატარა მკერდის კომპლექსი
გიყვარდეთ საკუთარი თავი. ჩვენ ყველა განვსხვავდებით ერთმანეთისგან და მნიშვნელოვანია გიყვარდეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ. ხშირად გვსურს ის, რაც არ გვაქვს, მაგრამ იმის სწავლა, რომ გიყვარდეს ის, რაც გაქვთ, დაგეხმარებათ იცხოვროთ უფრო ბედნიერად. მხოლოდ იმიტომ, რომ პატარა მკერდი გაქვთ, არ ნიშნავს, რომ ნაკლებად ლამაზი ხართ. ფოკუსირდით საკუთარი თავის ბუნებრივობაზე.
ფოკუსირდით იმაზე, რაც მოგწონთ საკუთარ თავში. თქვენი ნიჭის განვითარება, როგორიცაა ცეკვა, სიმღერა, სპორტი, წერა და ა.შ, დაგეხმარებათ ფოკუსირება მოახდინოთ თქვენს ძლიერ მხარეებზე. ნეგატიური დამოკიდებულება არ მოგცემთ საშუალებას დაინახოთ რამდენად საოცარი ხართ სინამდვილეში. შექმენით თქვენი ძლიერი მხარეების სია. მოერიდეთ საკუთარ თავზე ნეგატიურ საუბარს, რადგან ეს ძლიერი მხარეების ინგორირებს ნიშნავს. თქვენ უნდა იყოთ თქვენი თავის ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ეს კი მეტად თავდაჯერებულს გაგხდით.
ნუ განსჯით საკუთარ თავს საზოგადოების სტანდარტებით. საზოგადოების სტანდარტების საფუძველზე საკუთარი თავის ხაფანგში მოქცევა ადვილია, მაგრამ ეს არ გააკეთოთ! მნიშვნელოვანია გქონდეთ საკუთარი თავის აღქმა და არ იცხოვროთ სხვა ადამიანების მოსაზრებებზე დაყრდნობით. უმეტეს შემთხვევაში, საზოგადოების სტანდარტები არ არის რეალისტური და შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს თქვენს თავდაჯერებულობასა და ინდივიდუალურობას. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სილამაზის მრავალი სახეობა არსებობს. გადახედეთ ისტორიის სხვადასხვა ეპოქას, რომ ნახოთ როგორ შეიცვალა სილამაზის ტენდენციები. თქვენი წარმოდგენის გაფართოება იმის შესახებ, თუ რა არის სილამაზე, დაგეხმარებათ დაინახოთ სილამაზე საკუთარ თავში.
არ ინერვიულოთ იმაზე, თუ როგორ გიყურებენ მამაკაცები თქვენ (ან თქვენს მკერდს). ბევრი ქალი ფიქრობს, რომ მამაკაცებს მხოლოდ დიდი მკერდის მქონე ქალები იზიდავთ - ეს სიმართლეს არ შეესაბამება! მამაკაცებს ქალები იზიდავთ სხვადასხვა მიზეზის გამო. მას შეიძლება შეუყვარდეს თქვენი თვალები, თქვენი მხიარული ხუმრობები და სხვა. თუ ბიჭს არ მოსწონხართ თქვენი მკერდის ზომის გამო, ასეთი ადამიანი რეალურად არ გჭირდებათ, რადგან სათანადოდ ვერ გაფასებთ.
ნუ შეგეშინდებათ ლიფის გარეშე სიარულის. დიდი მკერდის მქონე ქალები ვერ ახერხებენ ლიფის გარეშე სიარულს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ყველანაირი ზედა მოირგოთ ლიფის გარეშე და საკმაოდ კომფორტულად იგრძნოთ თავი. ლიფის გარეშე სიარული იმაზე დიდი უპირატესობაა, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.
წყარო: wikihow.com