როგორ ვიცხოვროთ ზედმეტი წუხილის გარეშე - 5 რჩევა ბრძენი ებრაელი ბებიისგან
არასოდეს გამოიტანოთ ნაჩქარევი დასკვნები
ადამიანი ემოციური არსებაა და როდესაც სხვადასხვა დაბრკოლების ან სიტუაციის წინაშე დგება, მიდრეკილია სწრაფად გამოიტანოს დასკვნები. ეს ეხება როგორც სხვა ადამიანებს, ასევე საკუთარ თავს. თუმცა, ნუ ჩქარობთ დასკვნების გამოტანას. სანამ იმოქმედებთ, უნდა დაჯდეთ, დამშვიდდეთ. შეგიძლიათ მოუსმინოთ თქვენს საყვარელ მუსიკას ან მიირთვათ საყვარელი კერძი.
იარეთ დღეში მინიმუმ ნახევარი საათი
შეუძლებელია იყოთ სრულყოფილი ადამიანი, თუ არ ხართ ერთიანი ბუნებასთან. კარგი განწყობის შესანარჩუნებლად დღეში მინიმუმ ნახევარი საათი უნდა იაროთ. თუ ბუნება მიუწვდომელია, მაშინ იარეთ ქალაქში. სუფთა ჰაერი ტვინს ჟანგბადით ავსებს, მშვიდი სიარული კი გონებას დაამშვიდებს. არანაირი პრობლემა, არანაირი წუხილი. გარდა ამისა, სიარული ამკვრივებს და კურნავს სხეულს.
ნუ ჩაერევით უაზრო კამათში
კამათი ნეგატივს აცოცხლებს, ენერგიას გვართმევს. არასოდეს შეხვიდეთ უაზრო კამათში, რომელიც არსად მიგიყვანთ. კამათში ადამიანები იშვიათად ეძებენ სიმართლეს, ხშირად მხოლოდ ცდილობენ დაარწმუნონ სხვა ადამიანი და დაამტკიცონ თავიანთი სიმართლე. ასეთი საუბრისგან სასარგებლოს ვერაფერს მიიღებთ. თუ არ გსურთ ზედმეტი საზრუნავი თქვენს ცხოვრებაში, მაშინ დააიგნორეთ როცა მოგიწოდებენ კამათისკენ. არასოდეს აყვეთ პროვოკაციებს.
იყავით სამართლიანი
ჩვენს სამყაროში სიკეთე და კარგი საქმეები აღფრთოვანებას იწვევს. როგორ შეიძლება დარჩეთ გულგრილი, თუ ხედავთ, როგორ არ ეხმარება ვინმე ცხოველებს ან ადამიანებს, რომლებიც რთულ მდგომარეობაში არიან. ამიტომ ფრთხილად უნდა აირჩიოთ, ვის გაუწოდოთ დახმარების ხელი და ვის შეაქციოთ ზურგი. ამ სამყაროში სამართლიანობა მნიშვნელოვანია, რათა ყველამ მიიღოს ის, რაც თავად გაუკეთა სხვებს. თუ ადამიანს აქვს ეგოისტური მოტივები, მაშინ ის იმსახურებს შესაბამის დამოკიდებულებას.
ყველაფერს იუმორით მიუდექით
ყოველი სიტუაციიდან, ყველა პრობლემისგან ადვილად უნდა დააღწიოთ თავი და მუდამ ღიმილი გქონდეთ სახეზე. ბოლოს და ბოლოს, ეს შავი პერიოდი ოდესღაც დასრულდება და არ უნდა მისცეთ საშუალება, რომ თქვენი ცხოვრება ასე დასრულდეს. თუ მტერს დასცინით, მაშინ ეს აშკარა გამარჯვება იქნება.
წყარო: cluber.com