5 მარტივი ჩვევა, რომელიც დაგეხმარებათ წონის დაკლებაში ნებისმიერ ასაკში - rogor.ge

5 მარტივი ჩვევა, რომელიც დაგეხმარებათ წონის დაკლებაში ნებისმიერ ასაკში

საუზმე

შესანიშნავი ფიგურისა და სწრაფი მეტაბოლიზმის პირველი წესია - არასოდეს გამოტოვოთ საუზმე.

მეორე წესი: დაიცავით რეჟიმი ისე, რომ საუზმე გაღვიძებიდან 40 წუთში მიირთვათ.

მესამე წესი: საუზმე მდიდარი უნდა იყოს ცილებითა და უჯერი ცხიმებით. დიეტოლოგები და ექიმები ამტკიცებენ, რომ სათანადო საუზმე არა მხოლოდ შეგინარჩუნებთ ფორმას, არამედ შეამცირებს დიაბეტის, გულის დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკსაც. ამიტომ არასოდეს გამოტოვოთ საუზმე!

მიიღეთ ბევრი სითხე

საუზმის შემდეგ დღის განმავლობაში დალიეთ ბევრი წყალი, ჩაი შუადღისას - ყველა ეს სასმელი არა მხოლოდ დაგეხმარებათ ორგანიზმში სითხის ჯანსაღი ბალანსის შენარჩუნებაში, არამედ წონის დაკლებაშიც. ბევრი სითხის მიღებით შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მოხმარებული ჭარბი კალორიების რაოდენობა. ამასთანავე, სითხის საკმარისი რაოდენობა სწრაფი მეტაბოლიზმის აუცილებელი პირობაა.

იყავით აქტიური

მაშინაც კი, თუ თქვენი ცხოვრების წესი არ არის აქტიური, შეგიძლიათ გარკვეული რაღაცების შეცვლა: უბრალოდ შემოიტანეთ "6/60 წესი" თქვენს ცხოვრებაში. ეს წესი ვარაუდობს, რომ ყოველ საათში, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, შეისვენოთ და 6 წუთის განმავლობაში გააკეთოთ მარტივი ტანვარჯიში, ან გაისეირნოთ. მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ექვსწუთიანი აქტივობა საკმარისია მეტაბოლიზმის შენელების აღმოსაფხვრელად, რომელიც მოდის ერთი საათის უძრაობის შემდეგ, შედეგად მომდევნო 54 წუთის განმავლობაში თქვენი სხეული უზრუნველყოფს კალორიების გარდაქმნასა და დაგროვილი ცხიმის ენერგიად ქცევას.

ჭამეთ ნელა

რაც უფრო ნელა ჭამთ, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ დროულად შეამჩნიოთ "გაჯერების" სიგნალი და ჭამოთ ზუსტად იმდენი, რამდენიც გჭირდებათ. გაგიკვირდებათ, რამდენად ნაკლები საკვები გჭირდებათ იმისათვის, რომ ენერგიულად და ფხიზლად იყოთ მთელი დღე.

საკმარისი ძილი

ყველაზე მარტივი და საუკეთესო, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ჯანმრთელობისთვის (ამავდროულად ლამაზი ფიგურისთვის) არის, რომ ადრე დაიძინოთ და დაიძინოთ რამდენიც გჭირდებათ. ძილის ნაკლებობა სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ადამიანები, რომლებსაც საკმარისად არ სძინავთ, უფრო დაუცველები არიან გულის დაავადებების, სისხლძარღვების დაავადებების და კიბოს მიმართ, უფრო ხშირად განიცდიან კოგნიტურ დაქვეითებას ხანდაზმულ ასაკში და ბოლოს, უფრო ადვილად იმატებენ წონაში. არავის მისცეთ უფლება ძილი მოგაკლოთ - იზრუნეთ საკუთარ თავზე!