7 რამ, რაც თინეიჯერი გოგოს მამამ უნდა იცოდეს - როგორ მოვიქცეთ მოზარდ შვილთან
უნდა იცოდეთ როგორ დაეხმაროთ მას "ქალების" საკითხებში
მოემზადეთ, რომ გაუმკლავდეთ „ქალურ ამბებს“. ნუ უსაყვედურებთ ქალიშვილს თეთრეულზე ან ტანსაცმელზე სისხლის ლაქების გამო - უბრალოდ ასწავლეთ, როგორ მოაშოროს ისინი“. დაანახვეთ, რომ ამაში არაფერია სასირცხვილო. „არასოდეს განიხილოთ მისი ტანის ფორმები. ღმერთმა არ ქნას, კომენტარი გააკეთოთ მის მკერდის ზომაზე, ფეხის სიგრძეზე ან ამობურცულ მუცელზე! ამ ასაკში, მოზარდები ძალიან ემოციურები არიან. „რაც შეეხება საცვლებისა და კოსმეტიკის არჩევანს, ეს საქმე პროფესიონალებს ანდეთ. მაღაზიის კონსულტანტები მისთვის შესაფერის ზომას, ფერთა სქემას შეარჩევენ და მაკიაჟის რამდენიმე სასარგებლო რჩევას მოგცემენ.
დაეხმარეთ თქვენს ქალიშვილს თავისი ნიჭის აღმოჩენაში
მიეცით მას თავდაჯერებულობის გრძნობა. არ შეზღუდოთ მისი სურვილები. აჩვენეთ მას, რომ სამყარო უზარმაზარი და ლამაზია და უამრავ შესაძლებლობას ხსნის. და ნუ მისცემთ უფლებას თქვენს ქალიშვილს საკუთარ თავს ძალიან სერიოზულად მოეკიდოს!
გახდით სამაგალითო მამაკაცი მისთვის
მამა პირველი მამაკაცია ქალიშვილის ცხოვრებაში. მამის საქციელი გავლენას ახდენს იმაზე, თუ რა სახის მამაკაცებს აირჩევს მომავალში. ნუ გეშინიათ აჩვენოთ, რომ ის თქვენი პატარა პრინცესაა.
მეტი დრო გაატარეთ ერთად
მოზარდის ცხოვრებაში ხშირად ხდება უხერხული სიტუაციები. თუმცა, მშობლების უმეტესობამ მათ შესახებ არაფერი იცის. გოგონა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თუ მამასთან კონსულტაცია უნდა, ის ყოველთვის გვერდით იქნება. ნუ შეაწუხებთ ბავშვს კითხვებით. ის თავად იტყვის ყველაფერს, როცა ამისთვის მზად იქნება. ასეთი შემთხვევებისთვის სასარგებლოა კოდური სიტყვის არსებობა - ერთგვარი სიგნალი საუბრის დასაწყებად. კონტაქტის დამყარება ხელს შეუწყობს ერთობლივ საქმიანობასაც - შოპინგი, კინოში სიარული, კაფეში სიარული. აჩვენეთ თქვენს ქალიშვილს, რომ ეს დრო მთლიანად მისია და მზად იყავით იმდენი ყურადღება დაუთმოთ, რამდენიც მას სჭირდება.
აჩვენეთ მას განსხვავება ჯანსაღ და არაჯანსაღ ურთიერთობებს შორის
„გაიარეთ დისკუსია გოგონასთან „უსიამოვნო ზარების“ შესახებ და ისაუბრეთ სახიფათო სიტუაციიდან თავის დაღწევის გზებზე. თქვენმა ქალიშვილმა უნდა იცოდეს თავისი საზღვრები, როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურად. აცნობეთ მას, რომ თქვენ ყოველთვის იქ ხართ და მზად ხართ დასახმარებლად.
ისწავლეთ ვარცხნილობების კეთება
რა თქმა უნდა, ეს არ არის აუცილებელი, მაგრამ იმის ცოდნა, თუ როგორ გაუკეთოთ ფრანგული ნაწნავი თქვენს ქალიშვილს, რამდენიმე ქულას შეგმატებთ.
ნუ ეცდებით თავი აარიდოთ მგრძნობიარე საკითხების განხილვას
თინეიჯერი გოგონას ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც მას სჭირდება მამაკაცის აზრის მოსმენა. ბევრი მამა ცდილობს თავი დააღწიოს უხერხულობას, ქალიშვილის დედასთან გაგზავნით - და უშვებენ დიდ შეცდომას. გულწრფელი საუბარი არის შესაძლებლობა არა მხოლოდ წარმოაჩინოთ საკუთარი თავი, როგორც გაგებული და მოსიყვარულე ადამიანი, არამედ შესაძლებლობა თავიდან აიცილოთ შესაძლო პრობლემები.