როგორ ვიყიდოთ ტანსაცმელი ძალიან ბიუჯეტურად (მარიამის ბლოგი)
მაგალითად ასე - მოკლე კლასიკური ქვედაბოლო 2 ლარი, თეთრი მაისური კი 3 ლარი. თუ მეორადებს ხშირად "დალაშქრავთ ამ ფასად ბევრ საინტერესო რამერუმეს აღმოაჩენთ. მთავარია მონდომებით ჩიჩქნოთ ყველაფერი, რასაც წვედებით და ვერ წვდებით.
თუ გაგიმართლათ და "ამოყიდვაზე" მუშაობენ, ჩათვალეთ, "მოდის" ან "ჩაცმის" ღმერთი გწყალობთ (ასეთი ღმერთი არცერთი ერის მითოლოგიაში არ გვხვდება, მაგრამ რაღაც არსებობს), რადგან ასეთ დროს შეგიძლიათ, H&M-ის შარვალი 3 ლარად იყიდოთ, 45-ლარიანი ბრენდული პერანგი 70 თეთრად. განაგრძეთ კითხვა