3 მარტივი სუნთქვის ტექნიკა მათთვის, ვინც ვერაფრით მშვიდდება
სუნთქვა ძაღლივით
ეს არის სუნთქვა, რომელიც მოგვაგონებს სუნთქვას ძლიერი ისტერიკიდან გამოსვლის დროს - ჩქარი, თანმიმდევრული ამოსუნთქვა და ერთი ხანგრძლივი ჩასუნთქვა.
სუნთქვა კვადრატის პრინციპით
წარმოიდგინეთ, რომ ცხვირის წვერით დახატეთ კვადრატი ჰაერში. დახუჭეთ თვალები, ღრმად ამოისუნთქეთ კვადრატის ზედა მარცხენა მხარეს. დახაზეთ ხაზი მარჯვნივ, ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ 4 ხაზის გავლის პერიოდში. გაჩერდით კვადრატის ზედა მარჯვენა წერტილში, ჩაისუნთქეთ, 4-ის რაოდენობაზე კვლავ ამოისუნთქეთ. პრაქტიკა მშვენივრად მუშაობს არა მხოლოდ შფოთვის დროს, როდესაც სიმპტომებისგან სწრაფი გათავისუფლება გსურთ, არამედ პანიკური შეტევების დროსაც.
სუნთქვა საწრუპით
დახუჭეთ თვალები და ნელ-ნელა ამოისუნთქეთ საწრუპის მეშვეობით. მის ნაცვლად შეიძლება იყოს ცარიელი კალამი წვერის და ბოლოს გარეშე, თუ სამსახურში ხართ.