8 ჭკვიანური რჩევა, თუ როგორ დაალაგოთ სახლი სტუმრების მოსვლამდე
გაასუფთავეთ ხალიჩები სოდით
თუ არ გაქვთ დრო, საფუძვლიანად გაწმინდოთ თქვენი ხალიჩა, მაშინ სოდა დაგეხმარებათ გაასუფთავოთ ისინი ჭუჭყისა და უსიამოვნო სუნისგან. სოდა ჩაყარეთ პატარა ჯამში და დაასხით ცოტა წყალი, უნდა მიიღოთ კბილის პასტის კონსისტენცია. ჩოთქით წაუსვით სოდა ხალიჩის ზედაპირზე, გააჩერეთ 15 წუთი და შემდეგ, მტვერსასრუტით გაასუფთავეთ.
გარეცხეთ ლითონის ჭურჭელი
გაჭრილი ლიმონით გაწმინდეთ ლითონის დანა-ჩანგალი, ონკანები და სახელურები, შემდეგ კი წყლით ჩამორეცხეთ - ახალივით გახდება. გადააგდეთ ლიმონი ურნაში, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნო სუნი.
გაასუფთავეთ სამზარეულო
თქვენ შეგიძლიათ მოაშოროთ უსიამოვნო სუნი სამზარეულოდან (როგორიცაა მოხარშული/შემწვარი თევზის სუნი, ან მიკროტალღურ ღუმელში ხელახლა გაცხელებული პოპკორნი). უბრალოდ ქვაბში ჩაასხით 1 ჭიქა წყალი 3 სუფრის კოვზ ძმართან ერთად და ადუღეთ წყალი რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ, თუ გნებავთ, ჩაასხით ტაფაში წყალი და ჩაყარეთ ფორთოხლის ქერქი, დარიჩინი და ათი წუთი გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე. თქვენი სახლი სასიამოვნო არომატებით გაჯერდება.
მოაშორეთ ლაქები ძმრის მეშვეობით
ზედაპირებიდან ლაქების სწრაფად მოსაშორებლად, მოამზადეთ ძმრისა და წყლის ხსნარი და შეასხურეთ ისინი სპრეის ბოთლით, შემდეგ გაწმინდეთ ქსოვილით. ეს განსაკუთრებით ეფექტურია ფანჯრებსა და სარკეებზე, ასევე სააბაზანოს ფილებზე, რომლებზეც კბილის პასტის კვალია დარჩენილი. უბრალოდ არ გამოიყენოთ ეს გამწმენდი ბუნებრივი ქვის ზედაპირებზე, როგორიცაა გრანიტი, ძმარს შეუძლია გააფუჭოს იგი.
აპატიეთ საკუთარ თავს არეულობა
არ არის სირცხვილი კატალოგების, წიგნების, წერილების და სხვა წვრილმანი ნივთების კალათაში შეგროვება და სტუმრების მოსვლისას გარდერობში მოთავსება. სისუფთავე უპირველესია.
გამოიყენეთ ერთჯერადი ტილოები სამზარეულოს იატაკის გასაწმენდად
ერთჯერადი სველი ტილოები ძალიან მოსახერხებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამზარეულოში იატაკის გაწმენდა გჭირდებათ. ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაწმინდეთ იატაკი და გადაყარეთ ისინი სანაგვეში.
შეაგროვეთ შინაური ცხოველების ბეწვი რეზინის ხელთათმანებით
ჭურჭლის გარეცხის შემდეგ არ მოიხსნათ რეზინის ხელთათმანები, არამედ მოიარეთ ოთახები და ხელით შეაგროვეთ შინაური ცხოველების ბეწვი.
არ დაგავიწყდეთ ტუალეტის გაწმენდა
სტუმრებს ნამდვილად არ დაავიწყდებათ ამ ადგილის მონახულება, ამიტომ გაასუფთავეთ იგი დიდი სიფრთხილით. ტუალეტი უნდა ბრწყინავდეს სისუფთავისგან. არ დაგავიწყდეთ ხარისხიანი ტუალეტის ქაღალდი და აეროზოლი.